ჟიურის მიერ კონკურსს ევროვიზიაზე ხმის მიცემასთან დაკავშირებით ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 6 ქვეყნის ჟიურიმ ხმა, სავარაუდოდ, წესების დარღვევით მისცა.
შესაბამისად, მეორე ნახევარფინალსა და ფინალში ამ ქვეყნების ხმები სხვა ქვეყნების შედეგების მიხედვით გამოთვალეს, რომელთაც ხმის მიცემის მსგავსი ისტორია აქვთ.
“ევროპის მაუწყებელთა კავშირი ევროვიზიაზე ხმის მიცემის პროცესით მანიპულაციის ნებისმიერი მცდელობის შესახებ ეჭვს სერიოზულად ეკიდება და აქვს უფლება, ხმის მიცემის ოფიციალური ინსტრუქციის შესაბამისად მსგავსი ხმები გააუქმოს მიუხედავად იმისა, თუ რა გავლენა ექნებოდა ამ ხმებს შედეგებზე”, — ვკითხულობთ განცხადებაში.
კომენტარები