• რეკლამა
  • კონტაქტი
21:18, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროპის ჩემპიონატის დროს, ეროვნული ნაკრების თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება

ალია ავტორი - ალია
12:22 05-29-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,469

თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, გულშემატკივრებისთვის ეროვნული ნაკრების თამაშების ღია ჩვენება მოეწყობა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 18, 22 და 26 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება.

„ძალიან მალე გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, რასაც ყველა ველოდებით. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ეს დიდი გამარჯვება – პირველად ისტორიაში მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე. მეამაყება ჩვენი ნაკრების გამარჯვებები. მე, როგორც ფეხბურთელს, არ მომეცა ამის შესაძლებლობა, რომ მეთამაშა ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა, დღეს, ათმაგად და ასმაგად ამაყი ვარ, რომ ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს ნაკრების გაყვანა ევროპის ჩემპიონატზე.

ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, გერმანიაში გამგზავრების. იცით, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, გერმანიაში ფრენების სუბსიდირება დაიწყო. თუმცა, ცხადია, ამას ყველა ვერ მოახერხებს, რომ სტადიონიდან უგულშემატკივროს ჩვენს ფეხბურთელებს.

ჩვენ ვიფიქრეთ ამაზე, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა და ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ 18, 22 და 26 ივნისს მიხეილ მესხის სტადიონზე ღია ჩვენება მოვაწყოთ. იქნება ძალიან დიდი ეკრანები, სადაც შესაძლებელი იქნება, ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივროთ. ვინც გერმანიაში გამგზავრებას ვერ შეძლებს, გარე სივრცეში შეუძლია უყუროს თამაშებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ფეხბურთის ფედერაციას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„გარდა თამაშის პირდაპირი ტრანსლაციისა, სხვადასხვა აქტივობაც იქნება დაგეგმილი და ყველაფერს გავაკეთებთ ფედერაციასთან ერთად, რომ სასიამოვნო გარემო შევქმნათ. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved