• რეკლამა
  • კონტაქტი
03:38, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროპელი სოციალისტების აზრით, 3+3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია

ალია ავტორი - ალია
18:21 10-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

პოლიტიკური პარტია ევროპელი სოციალისტების წევრებს მიაჩნიათ, რომ 3+3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია. 

ფორმატი კავკასიის სამი ქვეყნის: აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის, ასევე ირანის, რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობას გულისხმობს. ფორმატმა უნდა მოიცვას უსაფრთხოების, ეკონომიკის და სატრანსპორტო საკითხები. 

ფრიდონ ინჯიას პარტია განცხადებას ავრცელებს:

“ჩვენ არ შეგვიძლია შევიცვალოთ რეგიონი, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, ვერც მეზობლებს ავირჩევთ.   ჩვენ ვცხოვრობდით და ვიცხოვრებთმეზობლების გვერდით. ამ მოცემულობის შეცვლა მხოლოდ ვირტუალურად, ციფრულად არის შესაძლებელი. გონება იმისათვის გვაქვს, რომ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, გავატაროთ პრაგმატული, რეალისტური და კეთილმეზობლური პოლიტიკა, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის დაცულობას, უსაფრთხოებას, მოქალაქეების კეთილდღეობას და იმის წინაპირობა იქნება, რომ ჩვენი მეზობლებიც თავს კომფორტულად იგრძნობენ და ორიენტირებულები იქნებიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე.

მიგვაჩნია, დადგა დრო, რომ მთავრობამ ქვეყნის გადარჩენისთვის პრაგმატულად იმოქმედოს. თუ ამ შანსს ხელიდან გაუშვებთ, მსგავსი მომენტი შეიძლება მეტი აღარ დადგეს და ქვეყანა ყველაფრისგან მიღმა აღმოჩნდეს. ეს კი სახელმწიფოსთვის საბოლოო დაღუპვა იქნება.

ეს ძალები სხვადასხვა პარტიებში გაბნეულ ერთ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, 2003 წლიდან დემოკრატიის დროშის საფარქვეშ ყიდიან და ანგრევენ ქვეყანას, რომლის მწვერვალიც 2008 წელს გაჩაღებული ომი იყო. 2012 წლიდან ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ოცნებობენ და ამ უტოპიური იდეის განსახორციელებლად, მზად არიან გაიმეორონ 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების სცენარი,  ყველაფერზე მიდიან, დაწყებული დივერსიიდან, დამთავრებული კაცის კვლით. აღნიშნული კარგად ჩანს  მიმდინარე წლის მოვლენებითაც. ამ პოლიტიკური ჯგუფების ქმედებები დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციურია და არ ჯდება, პოლიტიკური პარტიების მოქმედების არანაირ ჩარჩოში. შესაბამისად, მთავრობამ, უნდა გამოიჩინოს პრინციპულობა, რომელიც საჭიროა კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად, უნდა გაატაროს ყველა ზომა, რომ არ განმეორდეს 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების სცენარი. მათ არ უნდა მიეცეთ იმის საშუალება, რომ მთავრობაზე განახორციელონ მიზანმიმართული ზეწოლა, რათა მან ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად არ მიიღოს სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილებები. ამ ჩიხში კი ქვეყანა სწორედ მათი ძალისხმევის შედეგად აღმოჩნდა”. 

ევროპელი სოციალისტების ამჟამინდელი წევრები ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით, ადგილმონაცვლის პრინციპით, მას შემდეგ მოხვდნენ, რაც პარტიის ლიდერებმა დეპუტატის მანდატებზე უარი თქვეს.

3+3 ფორმატის იდეა 2020 წლის ყარაბახის ომის შემდეგ, 10 დეკემბერს, ბაქოში აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტებმა, ილჰამა ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენეს. 

ის გულისხმობს კავკასიის სამი ქვეყნის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის, და რეგიონის სამი დიდი სახელმწიფოს: ირანის, რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობას. ფორმატმა უნდა მოიცვას უსაფრთხოების, ეკონომიკის და სატრანსპორტო საკითხები. 

2021 წლის 6 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანელ კოლეგასთან, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან ერთად განიხილა ე.წ. 3+3 ფორმატის შექმნა. როგორც ლავროვმა თქვა, ირანულმა მხარემ ინიციატივა პოზიტიურად შეაფასა და რომ მსგავსი დამოკიდებულება აქვთ აზერბაიჯანს და თურქეთს.

ფორმატში მონაწილეობის შესაძლებლობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 8 ოქტომბერს ილაპარაკა. მან თქვა, რომ “ჩვენ რაღაც ფორმით ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებსა და ურთიერთობებში მაინც უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან რაღაც დათმობის ხარჯზე”. 

კრიტიკის შემდეგ საგარეო უწყების პრესსამსახურმა დააზუსტა, რომ ზალკალიანის განცხადება არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა და რომ საქართველო რუსეთთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს. 

წყარო – ფორმულა

თავისუფლების ინსტიტუტი 3+3 პლატფორმის კონსტიტუციით აკრძალვას მოითხოვს
თეგები: დავით ზილფიმიანიფრიდონ ინჯია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved