• რეკლამა
  • კონტაქტი
17:17, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროპელი ლიდერების ერთობლივი განცხადება: ჩვენ კვლავ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით

ალია ავტორი - ალია
12:01 08-10-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
116

მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას უკრაინაში მკვლელობების შესაჩერებლად, რუსეთის აგრესიული ომის დასასრულებლად, უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის, გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„დარწმუნებულები ვართ, რომ მხოლოდ ისეთი მიდგომა იქნება წარმატებული, რომელიც აერთიანებს აქტიურ დიპლომატიას, უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლას უკანონო ომის დასასრულებლად. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ საქმეს დიპლომატიურად, ასევე უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის შენარჩუნებით, მათ შორის „მსურველთა კოალიციის“ მუშაობით და რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვების შენარჩუნებითა და დაკისრებით. ვიზიარებთ იმ რწმენას, რომ დიპლომატიურმა გადაწყვეტამ უნდა დაიცვას უკრაინისა და ევროპის სასიცოცხლო უსაფრთხოების ინტერესები. ჩვენ ვეთანხმებით, რომ ეს სასიცოცხლო ინტერესები მოიცავს ძლიერი და სანდო უსაფრთხოების გარანტიების საჭიროებას, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს, ეფექტურად დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. უკრაინას აქვს საკუთარი ბედისწერის არჩევის თავისუფლება. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები შეიძლება, მოხდეს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან საომარი მოქმედებების შემცირების კონტექსტში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ევროპელი ლიდერების განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა ვერ გადაწყდება უკრაინის გარეშე.

„ჩვენ ერთგულნი ვრჩებით იმ პრინციპისა, რომ საერთაშორისო საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით. მიმდინარე შეხების ხაზი უნდა იყოს მოლაპარაკებების საწყისი წერტილი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრა წარმოადგენს გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტის, ბუდაპეშტის მემორანდუმის და რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების აშკარა დარღვევას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ კვლავ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ჩვენ, როგორც ევროპელები, გაერთიანებულები ვართ და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ერთობლივად დავიცვათ ჩვენი ინტერესები. გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას პრეზიდენტ ტრამპთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინის ხალხთან უკრაინაში მშვიდობისთვის, რომელიც დაიცავს ჩვენთვის სასიცოცხლოდ საჭირო უსაფრთხოების ინტერესებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved