• რეკლამა
  • კონტაქტი
04:22, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ევროპელები რობოტები კი არ არიან, შენ ლანძღო, აგინო და გადაწყვეტილებების მიღებისას სრული ობიექტურობა შეინარჩუნონ?!“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
22:40 06-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,199

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

 

– ირაკლი კობახიძემ ბრძანა, ქვეყნის გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეგვიშალა ხელი კანდიდატის სტატუსის მიღებაშიო, არის ამ სიტყვებში რაიმე სიმართლის მარცვალი?  

– ახლა ირაკლი კობახიძე ვითომ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს დაესესხა ამ სიტყვებს, მაგრამ ისიც არ იცის ნორმალურად, რა თქვა მაკრონმა. “მიუხედავად იმისა რომ, საქართველო არის აზერბაიჯანთან და სომხეთთან სხვა გეოგრაფიულ არეალში,  მისი კანდიდატობის საკითხის განხილვა მაგიდაზე დევს”-აი, ეს თქვა  ორი დღის  უკან მაკრონმა, მან კი ახსენა საქართველოს „გეოგრაფიული არეალი“, მაგრამ ამის გამო საქართველოს ხელი შეშლება ევროკავშირის კანდიდატობის მიღებაშიო, ეს არ უთქვამს. კობახიძე ჩვეულებრივი პოლიტიკური მანიპულატორია, მეტი არაფერი. საინტერესო რა არის, იცი? კობახიძე თან იმას ამბობს, ქვეყნის გეოგრაფიულმა მდებარეობამ შეგვიშალა ხელი კანდიდატები რომ ვერ გავხდითო, თან იმას ამბობს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისა და მისი წევრობის  შანსი არ დაგვიკარგავს, ყველაფერი წინ არისო. მოიცა, მერე, მომავალში აღარ შეგვიშლის ხელს გეოგრაფიული მდებარეობა? თუ ცოტ-ცოტა გაჩოჩდება დასავლეთისკენ საქართველო და 10-15  წლის მერე შუაგულ ევროპაში აღმოვჩნდებით? თუ ევროკავშირის  ქვეყნები ისე უნდა მომრავლდნენ, რომ ჩვენს საზღვრებამდე მოვიდეს ევროპა? აი, ამნაირი პოლიტიკოსების ხელში რომ არის ჩვენი ქვეყნის ბედი, იმიტომ მიგვდის საქმე კარგად. ევროპისგან გეოგრაფიული სიშორე არაფერს წყვეტს ევროკავშირის წევრობის საკითხში. ევროკავშირი კი არა, აგერ ნატო-ს სესია უნდა გაიმართოს მადრიდში და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და  წყნარი ოკეანის ქვეყნები არიან დაპატიჟებულნი-იაპონია, სამხრეთ კორეა, ახალი ზელანდია,  ავსტრალია, ბალკანეთის ქვეყნები… გეოგრაფიული პრინციპი აქ არაფერ შუაშია, ამის გამო ევროკომისიას არ დავუბლოკივართ და ეს ყურით მოთრეული მიზეზია. ირაკლი კობახიძემ ის თქვას, თავად და ხელისუფლების სხვა  წარმომადგენლები ევროკავშირის სხვა და სხვა დონის ლიდერებს რომ ლანძღავდნენ და „ევროპელ ნაცებს“ და ათას უბედურებას ეძახდნენ, საქართველოს ომში ჩათრევა უნდათო, აბრალებდნენ. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი თვალში ეპატარავებათ, უკადრის აკადრებდნენ. ქალი 800 მილიონიანი ევროკავშირის პრემიერ-მინისტრია, ევროპის 27 ქვეყანას წარმოადგენს  და  შენ ვინ ხარ,  ერთი ბეწო საქართველოს პარლამენტარი თუ მინისტრი, მას რომ ატყუებ და თან ლანძღავ? ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, რომელიც 46 ქვეყანას წარმოადგენს,  პატარა ბიჭივით არბენინეს ბრიუსელიდან  თბილისში და  უკან, სამჯერ ჩამოიყვანეს, შეთანხმებაზე ხელი მოუწერეს და მერე „გადააგდეს“. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი,  ჟოზეფ ბორელი, ერთდროულად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთთხოების  მინისტრია და არც მას დაკლებია უხამსი სიტყვები ჩვენი პოლიტიკოსებისგან. ევროპელები ჩეულებრივი ადამიანები არიან, რობოტები არ არიან, შენ რაც გინდა აკადრო, ლანძღო და იმათ გადაწყვეტილებების მიღებისას  სრული ობიექტურობა  შეინარჩუნონ, ეგ ძალიან რთულია.  დიპლომატია იყო საჭირო, დიპლომატიური მუშაობა ევროკავშირთან, მის ცალკეულ ქვეყნებთან, ევროპარლამენტარებთან და   ესენი კიდევ ლამის კრიმინალებს ეძახდნენ იმ ხალხს, ვისაც ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო.  არ მოინდომა ჩვენმა ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობა და ეს არის ფაქტი. გუშინ, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ლოკოკინები გადამამუშავებელი ქარხნის გასახსნელად იყო,  იმის ნაცვლად, ბრიუსელში ყოფილიყო და მას და მის მოადგილეებს, ევროპის ქვეყნებში ჩვენს ელჩებს,  ამ გადაწყვეტილებმდე ერთი თვით ადრე,  იქ დაედოთ ბინა და დღე და ღამე  მუშაობაში ყოფილიყვნენ, რომ კონკრეტულ ქვეყნებს ჩვენთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის მხარი დაეჭირათ. ჩვენ დიპლომატია არ გვაქვს, ქართული დიპლომატია არის ნულზე. მერე, ნიკა გვარამიას დაჭერა  იყო შეცდომა. ეს ჩაგვიწერა კიდეც ურსულა  ფონ დერ ლაიენმა დასკვნაში, გვარამია არ ახსენა, მაგრამ მოითხოვეს, მედიამფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდესო.

თეგები: ევროკავშირისოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved