ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება.
ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით – „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“ ადგილობრივი დროით 19:00 საათიდან დაიწყება.
ასევე, ევროპარლამენტარები აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას კენჭს 8 ოქტომბერს უყრიან.
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის აკრძალვის საკითხზე განსახილველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.
გადაწყვეტილება ამის შესახებ სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 6 ოქტომბერს მიიღო.











კომენტარები