ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. როგორც უკრაინული მედია წერს, მაკროფინანსური დახმარების პაკეტი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა (536 ხმით). მის წინააღმდეგ 40 დეპუტატი წავიდა, 39-მა კი თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ 1 თებერვალს ევროკავშირის ლიდერებმა დაძლიეს უნგრეთის წინააღმდეგობა და უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
კომენტარები