რუსული საოკუპაციო ძალების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ევროპარლამენტმა ომის დანაშაუალად აღიარა.
“დეპუტატებმა დაგმეს უკრაინის ნოვა-კახოვკაში კაშხლის განადგურება, რუსეთის მიერ ჩადენილი უახლესი ომის დანაშაული, რომელსაც შედეგები უნდა მოჰყვეს. მათ მოუწოდეს ევროკავშირს გააგრძელოს უკრაინის ძლიერი მხარდაჭერა, დააწესოს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მილიარდობით გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენას მიახმაროს” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 6 ივნისს, უკრაინის ქალაქ ნოვა-კახოვკაში, რუსმა ოკუპანტებმა ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, რის შედეგადაც არაერთი საცხოვრებელი კორპუსი დაიტბორა და ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.














კომენტარები