ევროპარლამენტი დღეს ახალ პრეზიდენტს ირჩევს. ამ თანამდებობაზე ორი კანდიდატია წარდგენილი – მოქმედი პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და ახლად არჩეული ევროპარლამენტარი ირენ მონტერო.
შეგახსენებთ, რომ რობერტა მეცოლა ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს ევროპარლამენტს. ის ამ თანამდებობაზე 2022 წელს აირჩიეს.
ირენ მონტერო კი, არის პოლიტიკოსი ესპანეთიდან, მემარცხენე პარტიის, “პოდემოსის“ წარმომადგენელი. ევროპარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი კენჭისყრა სტრასბურგში, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიმართება.
კომენტარები