• რეკლამა
  • კონტაქტი
14:07, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროპარლამენტარებმა გვაჩვენეს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია დემოკრატია საქართველოში – დეკანოიძე

ალია ავტორი - ალია
13:25 06-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
126

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს :

“ევროპარლამენტში ჩვენმა მეგობრებმა და საქართველოს გულშემატკივრებმა საქართველოში საზოგადოებას და ევროპას აჩვენეს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია დემოკრატია და რამხელა დარტყმას აყენებს საქართველოში დემოკრატიას არაფორმალური მმართველობა, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელმაც მოახერხა ის, რომ მთელი ევროპა, ევროკავშირი, ამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიჯნაზე, როდესაც საქართველო ელოდება სტატუსს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ევროპარლამენტარები მსჯელობენ საქართველოში მედიის თავისუფლებაზე, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, იმაზე, რომ ნიკა გვარამია, რომელიც დაკავებულია ზუსტად პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებას საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით. იმაზე, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ქართული ოცნების პოლიტიკური მართლმსაჯულების გამო მისი გადაყვანა არის დიდი დაბრკოლება. ზუსტად იმიტომ რომ დღეს საქართველოში ჟურნალისტებს სცემენ და ყველაზე მნიშვნელოვანი – საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლური კამპანიის ფონზე, იყენებს ყველა რეპრესიულ ინსტიტუტს…

ევროპარლამენტმა ძალიან მალე უნდა იმსჯელოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე დაახლოებით ორ კვირაში. მათ ღიად მისცეს რამდენიმე კვირა საქართველოს ხელისუფლებას, რომ გამოასწოროს და მეტ-ნაკლებად ნაბიჯები გადადგას პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოსწორებისკენ ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის და ასევე, მედიის თავისუფლებისთვის ქვეყანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ღიად თქვეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ემხრობიან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭებას, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას, თუ საქართველო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებაში დარჩება ევროპის ღია კარის მიღმა.”

თეგები: ევროპარლამენტიხატია დეკანოიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved