• რეკლამა
  • კონტაქტი
09:53, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ევროპა, ჩვენს გამო, დალაგებულ ცხოვრებას არ აირევს!” – როგორ ეტყვიან საქართველოს და უკრაინას, რომ ნატო-ში არასდროს მიიღებენ

ალია ავტორი - ალია
04:18 01-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

ლევან ჯავახიშვილი

“ალიას” ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– უკრაინისა და საქართველოს ახლო მომავალში ნატო-ში გაწევრიანება რომ რეალობას მოწყვეტილი ამბავია, ეს ფაქტია. თუმცა, დავუშვათ და სხვა ქვეყნებმა მოითხოვეს ნატო-ში გაწევრიანება, რას შვრება ნატო? რუსეთის შიშით იმათაც უარს ეტყვის? აგერ, ნეიტრალურმა შვედეთმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, სწორედ რუსეთისგან თავდაცვის მიზნით, ნატო-ს მიმართოს, რომ მის რიგებში მიიღონ. უარს ეტყვის ნატო შვედეთს? რუსეთი მოითხოვს ნატო-ს გაფართოების შეწყვეტას და ამის გამო, არ მიგიღებთო?

– უკრაინას და საქართველოს  ნატო-ში მიღების იმედს დაუტოვებენ, რაღაც ჩანაწერს გააკეთებენ, რომ დაგვამშვიდონ, მაგრამ ახლო მომავალში იქ არავინ მიგვიღებს. ვფიქრობ, ისეთ დიპლომატიურ ჩანაწერს გააკეთებენ, რომ არც ჩვენ დაგვწყვიტონ გული და არც რუსეთი გააღიზიანონ, მოძებნიან შესაბამის ფორმულირებას. ბაიდებმა უკვე თქვა, ახლო მომავალში  უკრაინის, ნატო-ში გაწევრიანების საკითხი არ განიხილებაო.  აქ საქართველოც იგულისხმება. ამით უთხრა პუტინს, რა გინდა, მაინც არ განვიხილავთ უკრაინის მიღებას და რაზე ნერვიულობო. ამერიკამ მწვანე შუქიც  რომ აგვინთოს ორივეს, ევროპა მაინც არ შეგვიშვებს ნატო-ში. გერმანია, საფრანგეთი, იტალია დაგვბლოკავენ. ამასთან, უნგრეთის პრემიერი ორბანი, პუტინის ძმაკაცია, ეგეც დაგვბლოკავს. ბოლოს და ბოლოს, თავის დროზე, გერმანიამ და საფრანგეთმა არ დაგვბლოკეს?  მერე მიჰყვნენ იტალია, ესპანეთი, ბელგია, ჰოლანდია, ავსტრია… ევროპა ჩვენს გამო, იმ დალაგებულ ცხოვრებას არ აირევს.

რაც შეეხება ნეიტრალური შვედეთის სურვილს, ნატო-ში შესვლის შესახებ. მარტო შვედეთს აქვს ეს სურვილი?  ასევე, ნეიტრალური ფინეთიც ფიქრობს ნატო-ს წევრობაზე და ეს უკვე განაცხადა – ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის მწარე გამოცდილება გვაქვს და თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, ნატო-ში შესვლა ჩვენთვის თავდაცვის  ერთადერთი საშუალება იქნებაო. ეშინიათ ფინელებს, რუსეთი მათაც არ დაესხას თავს. კარგი, ჩვენი და უკრაინის შემთხვევაში, ნატო-ს ჰქონდა საფუძველი, რომ თავის დროზე უარი გვითხრეს ნატო-ში შესვლაზე – არ გვქონდა დემოკრატიული სახელმწოფოები, არც სამხედრო კუთხით ვაკმაყოფილებდით  ნატო-ს სტანდარტებს და ორივეს გვაქვს სასაზღვრო კონფლიქტები და  სადავო ტერიტორიები. ასეთ შემთხვევაში ნატო არ მიგიღებს წევრად. გეუბნება, ჯერ გადაწყვიტე ტერიტორიების საკითხი და მერე ვნახოთო.

აი, ფინეთს და შვედეთს რას ეტყვის ნატო? უარს ეტყვის? რა მიზეზით? ორივე ქვეყანა ყველა პარამეტრით აკმაყოფილებენ ნატო-ს სტანდარტებს, მოთხოვნებს.  ბალტიის, ბალკანეთის ქვეყნები, რუმინეთი, ბულგარეთი და უნგრეთი მიიღეს და შვედეთს და ფინეთს არ მიიღებენ?  თან ფინეთი და შვედეთი ნეიტრალური ქვეყნები კი არიან, მაგრამ ნატო-ს პროგრამის “პარტნიორობა მშვიდობისთვის”  წევრები არიან. ამასთან, ორივე ქვეყანა  მონაწილეობას იღებდა ნატო-ს  მისიებში ბალკანეთსა და ავღანეთში. რუსეთს უნდა კიდევ ერთი მეზობელი, ფინეთი ნატო-ს წევრად? ან შვედეთი, რომელიც, ასე ვთქვათ, საზღვაო მეზობელია? არ უნდა, მაგრამ თუ ამ სახელმწიფოებმა მოინდომეს ნატო-ს წევრობა, უარს ვერ ეტყვიან, საამისო  მიზეზი არ აქვს ნატო-ს. ნატო-ს წესდებაში  სწერია, რომ ნატო-ს წევრი შეიძლება გახდეს ქვეყანა, რომელიც ნატო-ს პრინციპებს ითვალისწინებს და აკმაყოფილებს. ფინეთი ცხოვრების დონით 2 წელია, პირველ ადგილზეა მსოფლიოში, შვედეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა და მაგათ უარს ვერ ეტყვიან. თან გითხარი უკვე, მაგათთან შედარებით,  ეკონომიკურად დაქცეული მონტენეგრო, სლოვაკეთი,  ბულგარეთი და რუმინეთი მიიღეს თავის დროზე ნატო-ში. ამ ქვეყნების დემოკრატია მაშინ კი არა,როცა ნატო-ში მიიღეს, დღესაც ახლოს ვერ მივა ფინეთისა და შვედეთის დემოკრატიის ხარისხთან და იგივეს ვიტყვი მათ სამხედრო პოტენციალზე. მორჩა, მეტი აღარაფერი დარჩა.  ვერაფერს შეედავება ნატო ვერც ფინეთს, ვერც შვედეთს. ესეც გასათვალიწინებლია პუტინისთვის. ადრე თუ გვიან ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში და აი, აქ უკვე, რუსეთსა და ნატო-ს შორის ახალი დაპირისპირება მოხდება.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved