• რეკლამა
  • კონტაქტი
13:56, შაბათი, 17 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროკომისიის წარმომადგენელი: საქართველო კვლავ ვერ აკმაყოფილებს რეფორმების პირობებსაც კი – პასუხისმგებლობა “ოცნებას” ეკისრება

ალია ავტორი - ალია
12:56 10-17-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ევროსკოპისთვის ცნობილი ხდება რომ, გაფართოებაზე ყოველწლიურ ანგარიშს, ევროკომისია 4 ნოემბერს წარადგენს.

ევროსკოპმა წერილობითი შეკითხვით მიმართა ევროსტრუქტურებს ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობდა რომ, ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე, ვალდებულებების 90% არის შესრულებული და რომ, საქართველო ასი ნაბიჯით უსწრებს წინ სხვა კანდიდატ ქვეყნებს.

ევროსკოპმა იკითხა, რამდენად შეესაბამება ეს განცხადება რეალობას.

ევროკომისიის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველო კვლავ ვერ აკმაყოფილებს იმ რეფორმების პირობებსაც კი, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციაში იყო განსაზღვრული კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად (ე.წ. ცხრა ნაბიჯი).

მისივე თქმით, ამაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება და ეს პასუხისმგებლობა მის არჩევანს უკავშირდება, დაშორდეს იმ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც კანდიდატ ქვეყანას მოეთხოვება.

ევროკავშირის გაფართოება სამართლიანი, თითოეული ქვეყნის მიერ მიღწეულ შედეგებსა და დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. თითოეული ქვეყანა ფასდება საკუთარი შედეგების მიხედვით, დაწყებული ფუნდამენტური საკითხებით: კანონის უზენაესობა, ძირითადი უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტები და საჯარო მმართველობის რეფორმა.უკრაინამ და მოლდოვამ რეფორმების განხორციელების მტკიცე ნება აჩვენეს და ამ მიმართულებით კონკრეტულ შედეგებს აღწევენ. შესაბამისად, ორივე ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების საკუთარ პროცესში წინ მიიწევს. ორივემ გახსნა გაწევრიანების მოლაპარაკებების ოთხი  კლასტერი(ფუნდამენტური საკითხები, საგარეო ურთიერთობები, შიდა ბაზარი, კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა).

ამის საპირისპიროდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული კურსის გამო, რომელიც ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2024 წელს დე ფაქტო შეჩერდა.

საქართველო კვლავ ვერ აკმაყოფილებს იმ რეფორმების პირობებსაც კი, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციაში იყო განსაზღვრული კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად (ე.წ. ცხრა ნაბიჯი). ამაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება და ეს პასუხისმგებლობა მის არჩევანს უკავშირდება,  დაშორდეს იმ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც კანდიდატ ქვეყანას მოეთხოვება.

ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზას, თუკი საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, შეცვალოს თავისი ამჟამინდელი კურსი.
ევროკომისია საკუთარ სრულ შეფასებას გაფართოების შესახებ მომდევნო პაკეტში წარადგენს, რომლის გამოქვეყნებაც 4 ნოემბერს არის დაგეგმილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved