• რეკლამა
  • კონტაქტი
09:52, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროკომისია საქართველოს მიერ EU-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

ალია ავტორი - ალია
11:30 02-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
946

ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიური ანგარიში, სადაც შეფასებულია საქართველოს შესაძლებლობები აღოს ვალდებულებები ერვოკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. დოკუმენტში დეტალურადაა გაანალიზებული რას მიაღწია ქვეყანამ ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობსი კუთხით, რომელიც ევროკავშირის საერთო უფლებების და ვალდებულებების ერთობლიობას წარმოადგენს.

ანგარიში ეხება მართლმსაჯულებას, შიდა ბაზარს, კონკურენციის პოლიტიკას, მედიას, მწვანე პოლიტიკას, სოფლის მეურნეობასა და საგარეო ურთიერთობებს. ანგარიში დაფუძნებულია საქართველოსთვის გამოგზავნილ კითხვარზე მიღებულ პასუხებს.

ქვემოთ მოცემულია “საზოგადოებრივი მაუწყებლის” თარგმანი.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ზომიერად არის მომზადებული:

  •  დაფუძნების უფლებასა და მომსახურების გაწევის თავისუფლებასთან დაკავშირებით;
  • კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების არეალში;
  • ეკონომიკურ და მონეტარული პოლიტიკაში;
  • საწარმოთა და სამრეწველო პოლიტიკის სფეროში;
  • მეცნიერებისა და კვლევის სფეროში;
  •  განათლებისა და კულტურის სფეროში;
  • საბაჟო კავშირის სფეროში;
  •  საგარეო ურთიერთობების სფეროში;
  • საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში.

აქვს მომზადების გარკევული დონე:

  • მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში საერთო უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად;
  • ახელმწიფო შესყიდვების სფეროში – თუმცა საჭიროა უფრო მეტად შეუსაბამოს საკანონმდებლო ბაზა ევროკავშირის კანონმდებლობას;
  • სტატისტიკის მხრივ –  “სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, საქსტატს ჰყავს თანამშრომელთა შედარებით მცირე რაოდენობა და ხელფასების დონე არ შეესაბამება საჯარო სამსახურის სხვა სფეროებში მოხელეთა ხელფასებს. შედარებით შეზღუდულია ფინანსური და IT რესურსებიც”.
  • ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროში;
  • ომხმარებელთა დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში;
  • ციფრულ ტრანსფორმაციასა და მედის კუთხით;
  • ენერგეტიკულ სფეროში;
  • ტრანსევროპული ქსელების სფეროში;
  • სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკის სფეროში;

ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკომისიის შეფასებით, საქართველო კონკურენციის პოლიტიკის სფეროში მომზადების ადრეულ ეტაპზეა. იგივე შეფასება აქვს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროს.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველო რეგიონული პოლიტიკის სფეროში მომზადების ადრეულ ეტაპზეა.

კომპანიების სამართლის სფეროს შეფასებისას აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცემ მხარი დაუჭირა საწყის ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივად გათანაბრებისთვის ბევრ სფეროში, საჭიროა შემდგომი ძალისხმევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება უახლეს კანონმდებლობას. ასევე უნდა უზრუნველყოს ფინანსური და ადამიანური რესურსების შესაბამისი დონე ზედამხედველობის, გამოძიებისა და სანქციების ამოცანების შესასრულებლად.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved