• რეკლამა
  • კონტაქტი
11:29, ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ევროკომისართან იმაზე ვისაუბრეთ, რომ აუცილებელია პირდაპირი ინვესტიციები ქვეყანაში, რაც დღეს შეწყვეტილია” – ბადრი ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
14:11 07-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

„ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

“ევროკომისარმა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგვიზიარა – ევროკავშირის მიერ თითქმის ოთხი მლრდ ევროს ინვესტიცია განხორციელდება შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში, ეს არის უმნიშვნელოვანესი თანხა. ეს ინვესტიცია განხორციელდება ინფრასტრუქტურაში, ციფრულ ტექნოლოგიებში, საშუალო და მცირე ზომის ბიზნესებში. მთლიანობაში, დაახლოებით 20 მლრდ ევროს პაკეტია დამტკიცებული პოსტპანდემიურ პერიოდში, ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკის გასაჯანსაღებლად.

ამავე დროს, ევროკომისართან იმაზე ვისაუბრეთ, რომ აუცილებელია პირდაპირი ინვესტიციები ქვეყანაში, რაც დღეს შეწყვეტილია კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვისა და იმის გამო, რომ შარლ მიშელის შეთანხმება არ ხორციელდება ისე, როგორც იქ არის გაწერილი და აქ ევროკავშირის, ამერიკისა და ჩვენი პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა, რომ მოსამართლეების პროცესი ხორციელდება დარღვევით. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმაზეც, რომ გუშინწინ, ძალადობრივი ჯგუფები ქუჩებში არბევდნენ ჟურნალისტებს და შეურაცხყოფას აყენებდნენ გამვლელებს, მათ დააზიანეს ჟურნალისტები და ამას პოლიცია აკვირდებოდა, არანაირი გადამჭრელ ზომებს დღის პირველ ნახევარში არ იღებდა, რამაც განცდა დატოვა, რომ მათ არ ჰქონდათ შესაბამისი ბრძანება, ასეთი ძალადობრივი აქტები აღეკვეთათ.

ვნახეთ, რომ ევროკავშირის სახით გვყავს უახლოესი და უერთგულესი პარტნიორი, რომელიც ზრუნავს ჩვენს ქვეყანაზე, ეკონომიკის აღორძინებაზე, მოქალაქეებზე და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ დეკლარაციები კი არ იყოს საქართველოს მხრიდან და რასაც ხშირად ვისმენთ მმართველი გუნდისგან, რომ საქართველოს ამოცანაა, გახდეს, ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი და ეს არის ქართველი ხალხის სურვილი, არამედ რეალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ევროკავშირის დროშის ფეხქვეშ გათელვა, დაწვა მოხდა და ეს არის სამარცხვინო ფაქტი, არაცივილიზებულობის მაჩვენებელი. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება და ხელისშეშლა ვერ ვნახეთ, რაც დამაზიანებელია. დროშის მიმართ ვანდალური აქტი განხორციელდა, ეს იყო არაცივილი გამოხატულება და ანალოგიური შეხედულება აქვს ევროკომისარს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

თეგები: ბადრი ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved