ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, “ქართული დიქტატურის მიზანია, მთლიანი პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება“
“როგორც ჩანს, ქართული დიქტატურის მიზანია, მთლიანი პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება – როგორც ეს მოხდა რუსეთსა და ბელარუსში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს. ქართული რეჟიმის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები გარდაუვალია თუ დემოკრატიები აპირებენ წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის იმპერიის გაფართოების ამბიციებს,” – წერს მიკჰელსონი.
“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა მელია ლისის ტბასთან დააკავეს.
კომენტარები