• რეკლამა
  • კონტაქტი
03:46, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროკავშირმა “სპუტნიკ-ვის” ვაქცინის ეფექტურობის განხილვა ისევ გადადო – დეტალები

ალია ავტორი - ალია
17:50 06-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ევროპის კავშირმა კოვიდ-19-ის რუსული ვაქცინის ეფექტურობის და უსაფრთხოების განხილვა ისევ გადადო. “სპუტნიკ-ვის” დამტკიცებას თავიდან მაისის ბოლოს ელოდნენ. მიზეზი მწარმოებლის მხრიდან მონაცემების მიუწოდებლობაა, რომლის ბოლო ვადად 10 ივნისი იყო დაწესებული.

გერმანიის ოფიციალური პირი, ანონიმურობის შენარჩუნების პირობით “როიტერს” ეუბნება, რომ კლინიკური კვლევების შედეგების მიწოდების დაგვიანება რუსული ვაქცინის დამტკიცებას სექტემბრამდე შეაყოვნებს. მისი აზრით, “სპუტნიკ-ვის” დამტკიცება შესაძლოა წლის ბოლომდეც გაჭიანურდეს.

მეორე წყარო კი მოსალოდნელი მოვლენების სხვაგვარ განვითარებაზე საუბრობს. მისი თქმით, ვინაიდან რუსეთმა კვლევის შედეგების გაზიარება დააგვიანა, ევროპის კავშირმა ვაქცინის შემქმნელებს დამატებით კიდევ ერთი კვირა მისცა.

როგორც ცნობილია, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ადმინისტრაცია მოლაპარაკებას აწარმოებდა რუსული ვაქცინის შესყიდვის თაობაზე. თუმცა, ბერლინმა გადაწყვიტა, რომ კოვიდ-19-ის ნებისმიერი ვაქცინის შეძენა მხოლოდ ევროპის მედიცინის სააგენტოს დამტკიცების შემდეგ მოხდება.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი, რომელიც რუსეთის ვაქცინის მარკეტინგს ეწევა, ამბობს, რომ ყველაფერი წესრიგშია. “ყველა ინფორმაცია ვაქცინის “სპუტნიკ-ვი” კლინიკური გამოცდის თაობაზე გადაცემულია… განხილვა დასრულებულია ევროპის მედიცინის სააგენტოს დადებითი გამოხმაურებით” – ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

წყარო – ამერიკის ხმა

თეგები: ევროკავშირირუსეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს  ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

16:14 12-18-2025
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა

15:41 12-18-2025
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
ახალი ამბები

მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში

13:34 12-18-2025
“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

12:39 12-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved