ევროკავშირმა რუსეთს სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
„შავ სიაში“ მოხვდა ცნობილი მილიარდერი – რომან აბრამოვიჩი, „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი, კომპანია „იანდექსის“ მფლობელი ტიგრან ხუდავერდიანი და კიდევ 12 ფიზიკური პირი, ასევე, „როსნეფტი,“ „გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია,“ „გაერთიანებული ავიამშენებელი კორპორაცია“ და სხვა მსხვილი კომპანიები.
გარდა ამისა, რუსეთში აიკრძალება 50 ათას ევროზე მეტის ღირებულების ავტომობილების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების, ასევე სხვადასხვა დასახელების პროდუქციის და ფუფუნების საგნების შეტანა. იკრძალება რუსული ფოლადისა და ლითონის პროდუქტების იმპორტი. ინვესტიციები აღარ განხორციელდება რუსეთის ენერგეტიკულ სექტორშიც.
კომენტარები