• რეკლამა
  • კონტაქტი
04:27, ოთხშაბათი, 22 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ევროკავშირისა და ამერიკის მტერი ქვეყნების პარტნიორი ვხდებით, თან იმას გავიძახით, არ უნდა დაგვასანქცირონო… მეგობრის მტერს როცა ემეგობრები, შენი მეგობარი უკვე ის არის“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
22:48 06-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
907

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძე.

–ბატონო სოსო, „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ, ჩვენს ხელისუფლებას დასანქცირებით ევროპა ცალკე ემუქრება და ამერიკა – ცალკე. ასევე, ლაპარაკია იმაზეც, რომ ქვეყანასაც გარკვეულ სანქციებს დაუწესებენ. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, რეალურად, რა სახის სანქციები შეიძლება აამოქმედონ?

– სანქციები არ იქნება ისეთი ხისტი, როგორი მუქარაც არის. ევროკავშირისთვისაც და ამერიკისთვისაც ძალიან ცუდი პერიოდია, ორივეს წინ არჩევნები აქვს. თან, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა 6 თვით  უნგრეთი იქნება და ვიქტორ ორბანი შეეცდება, ამ პერიოდში ან არ ამუშავდეს რაიმე სანქციები, ან მძიმე სანქციები არ დაგვიწესონ. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, პერსონალური სანქციები იქნება ორივე მხრიდან. არ მოერიდებიან ბიძინა ივანიშვილის, პარლამენტის წევრთა და სხვა პირთა დასანქცირებას, ვინც ამ კანონის შემუშავებასა და მიღებაში მიიღო მონაწილეობა. არც პოლიციის მაღალჩინოსნებს დაინდობენ, რომელთა ბრძანებითაც  პროტესტანტ ახალგაზრდებს, სხვა აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს  პოლიციელები, სპეცრაზმელები ყოველდღე სცემდენენ. მათ და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვას დაუწესებენ, ვეღარ წავლენ ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკაში. გაუყინავენ უცხოურ ბანკებში ანგარიშებს, დაუყადაღებენ უცხოეთში კერძო ქონებას და ბიზნეს–ანგარიშებს ბანკებში, ბანკები სესხს აღარ მისცემენ. ცხადია, ეს ყველაფერი  ბიზნესმენთა გარკვეულ ჯგუფსაც შეეხება. ამაზე შორს, ვფიქრობ, აღარ წავლენ. სახელმწიფოს, ქვეყანას არა მგონია სანქციები დაუწესონ, ვგულისხმობ, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ევროკავშირისგან, ამერიკიდან ჩვენი მოქალაქეებისთვის ვიზების შეწვეტასა და სავიზო რეჟიმის გამკაცრებას, ფინანსური დახმარების შეწყვეტას. ეს რომ გააკეთონ, ჩვენი ხალხი მთლიანად რუსეთისკენ იბრუნებს პირს. ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ხომ მხოლოდ იმიტომ მოგვცეს, რომ რუსეთისკენ არ გაქცეულიყო ხალხი, რუსეთის გარდა სხვა პერსპექტივაც ჰქონოდა. 90–იან წლებში, რუსეთი სავსე იყო ქართველებით, ოჯახის შესანახად იყო გაქცეული ხალხი. მათი უმეტესობა საქართველოში დაბრუნდა, ზოგი აქ დარჩა, მაგრამ ბევრი ევროპასა და ამერიკაში წავიდა, კანადაშიც ბევრნი არიან. იქ უკეთესი სამსახურები იშოვნეს, უფრო ცივილურ გარემოში მოხვდნენ. რუსი „სკინჰედებივით“ სადარბაზოებში არავინ ხვდებოდა და არ სცემდნენ, არც სატვირთო თვითმფრივავით ყრიდნენ საქართველოში, არც დასცინოდნენ კავკასიელობის გამო. ვთქვათ სიმართლე, რომ ამ ხალხმა ამოისუნთქა, იქიდან ოჯახებს აქ ინახავენ, ბევრმა შვილები და შვილიშვილები წაიყვანა სასწავლებლად. ამ ხალხს იქიდან ხელისუფლების ქმედების გამო, არ გამოყრიან. დღეს ასე იქნება, მაგრამ ხვალ რა იქნება, ეს არავინ იცის. საქართველო, ამ ხელისუფლების ხელში, ხდება რუსეთისა და ჩინეთის პარტნიორი. ამერიკა რუსეთსა და ჩინეთს, როგორც ირანს, პაკისტანს, ჩრდილოეთ კორეას და კიდევ რამდენიმე ქვეყანას,  აღიარებს მისი სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხოს შემცველ  ქვეყნებად, ფაქტობრივად, მტრულად განწყობილ ქვეყნებად და  ეს სამხედრო დოქტრინაშიც უწერიათ. იგივე უწერიათ თავიანთ სამხედრო დოქტრინაში  ევროკავშირის ქვეყნებს, ზოგს სხვა ქვეყნებიც ჰყავს ჩამატებული, მაგალითად, ბელარუსი. რაც უფრო ახლოს მივა საქართველო რუსეთთან და ჩინეთთან, ავტომატურად დაშორდება დასავლეთს. ეს შეიძლება ძალიან მალე მოხდეს, ვთქვათ, 2–3 წელიწადში. ახლა რა გამოდის?! ევროკავშირისა და ამერიკის მტერი ქვეყნების პარტნიორი ვხდებით, თან იმას გავიძახით, არ უნდა დაგვასანქცირონ, ეგენი ხომ გვეუბნებიან, ჩვენ მეგობრები ვართო. მეგობრის მტერს როცა ემეგობრები, შენი მეგობარი უკვე ის არის, ძველი მეგობრები უნდა დაივიწყო და ისინიც დაგივიწყებენ. ასეთ შემთხვევაში, ევროკავშირის სტატუსსაც ჩამოგვართმვენ, უვიზო მიმოსვლასაც შეგვიწყვეტენ, სავაჭრო ურთიერთობასაც და საერთოდაც ყველაფერს. ასეა პოლიტიკაში. თუ ჩემს მტერს შეეკარი, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ის ჩემს წინააღმდეგ ბრძოლაში გამოგიყენებს, მაშინ ჩემგან სიკეთეს ნუღარ ელი.

– ამ ეტაპზე სახელმწიფო პროგრამებით არსებულ დახმარებებს ხომ არ შეგვიწყვეტენ?

– არა მგონია, რადგან ეს მყისიერად ჩამოშლის ჩვენს ეკონომიკას. სანქციების შავ დღეში ჩაგვაგდებს, მაგრამ სახელმწიფო დახმარების შეწყვეტა ევროკავშირისაგან და ამერიკისგან ფულს ხომ მოგვაკლებს, ეს  სიგნალი იქნება ცივილიზებული სამყაროსთვის, რომ ჩვენთან არც ინვესტორები შემოვიდნენ და ვინც არიან, მათი უმეტესობაც დატოვებს ქვეყანას. ამას მოჰყვება საქართველოში არსებული უცხოური კომპანიების წარმომადგენლობების დახურვა, ხალხი უმუშევარი დარჩება და ბიუჯეტიც დიდ ფულს დაკარგავს. ევროპული  და იაპონური ავტომობილების რამდენ კომპანიას აქვს საქართველოშო წარმომადგენლობა, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდებია, კვების მრწველობის კომპანიებია, სამომხმარებლო, სამშნებლო მასალების ბიზნესის და ვფიქრობ, ყველაზე მთავარი, ხარისხიანი ჯანდაცვა და ყველა ხარისხიანი კლინიკა ან ამერიკულია, ან ევროპული. ცხადია,  ბევრია კიდევ, ყველას ვერ ჩამოვთვლი… ამათი გასვლა კატასტროფა იქნება, მათ ჩინური, რუსული, ინდური კომპანიები ჩაანაცვლებენ, უმეტეს შემთხვევაში, უხარისხო პროდუქციით. ერთი ფულიანი რუსი მითხარით, რომელიც რუსეთში აწყობილი მანქანით დადის, ყველას ევროპული, ამერიკული და იაპონური ავტომობილები ჰყავთ. კარგია, ხარისხიანია და იმიტომ. ჩვენი ხელისუფლების რომელი ჩინოსანი ან რომელი ბიზნესმენი, ან მათი ოჯახის რომელი წევრი  დადის რუსული ავტომობილით? არც ერთი, მათაც ამავე ქვეყნების ავტომობილები ჰყავთ. რომელს აცვია რუსეთში შეკერილი ტანსაცმელი ან რომელს აქვს სახლი გარემონტებული რუსული სარემონტო მასალით? არც ერთს. ღმერთმა კარგად უმყოფოთ შვილები და ავად რომ უხდებათ, მათგან ვის დაჰყავს შვილები რუსეთში სამკურნალოდ? არც ერთს. კბილის დასაბჟენად  და აპენდიციტის ოპერაციის გასაკეთებლად ევროპაში გარბიან.  გახსოვს, ადრე ამბობდნენ, “ბარახლო საქონელიაო“. ზუსტად ეს „ბარახლო საქონელი“  დაიპყრობს ქართულ ბაზარს მთლიანად, ხარისხიანი გაქრება,  უკეთესიდან ურეს ცხოვრებაში გადავარდება ქვეყანა. რუსულ ჭაობში აღმოვჩნდებით საბოლოოდ, რომელსაც ძლივს დავაღწიეთ თავი ზუსტად ევროპისა და ამერიკის, კიდევ რამენიმე ქვეყნის დახმარებით.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
ახალი ამბები

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?

15:08 04-21-2026
“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
ახალი ამბები

“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია

13:55 04-21-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:21 04-21-2026
სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

08:00 04-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved