• რეკლამა
  • კონტაქტი
04:47, ხუთშაბათი, 26 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა ნიშნავს სერტიფიკატს, რომელიც მოდაშია, მაგრამ ფბ-ზე დადების მეტი არანაირი დატვირთვა არა აქვს” – გია გაბრიჭიძე

ალია ავტორი - ალია
19:57 06-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
193
ჟურნალისტი, თბილისის ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გია გაბრიჭიძე: 
“ის რომ ქართველები ემოციური ხალხი ვართ და ნებისმიერ საკითხზე ამ განწყობით ვფიქრობთ და ვმსჯელობთ, ორი აზრი არ არის (მაგალითად ის ძველი ანეკდოტი „ვინ ჰკითხავს გარბაჩოვსო“ შეგვიძლია მოვიყვანოთ).
სწორედ ამ თვისების გამოყენებას ცდილობენ ჩვენი შიდა მტრები და ცდილობენ ნებისმიერი საკითხი თავიანთი მედია საშუალებებით ისე წარმოაჩინონ, რომ ხალხში რეალობის აღქმა ჩაახშონ, ის ემოციები გამოიწვიონ როგორიც სურთ და ეს ყველაფერი ქვეყნის სიმშვიდის და ხელისუფლების წინააღმდეგ წარმართონ.
საბედნიეროდ ისინი ქართველ ხალხს აბსოლუტურად არ იცნობენ და ჰგონიათ, რომ ჩვენ ფაქტზე წასწრებული მოღალატე მეუღლის თვალით ვხედავთ მომხდარ ამბავს.
ვნახოთ თუნდაც ბოლო საკითხი, რომელიც რამდენიმე კვირაა აქტიური განხილვის საგანია და რომელსაც შეიძლება ითქვას გადაჭარბებული ემოციითა და მოლოდინით აღვიქვამთ.
რას ნიშნავს რეალურად ევროკავშირის წევრობის კანდიდატად ყოფნა?
ფაქტობრივად არაფერს გარდა მორალური და მცირე პოლიტიკური კმაყოფილების განცდისა აბსოლუტურად არაფერს. იმდენად არაფერს, რომ არის რამდენიმე სახელმწიფო, რომლებიც ამ სტატუსს უკვე რამდენიმე წელიწადია ატარებენ და რა?
ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა რეალურად ნიშნავს იმ სერტიფიკატს, რომელიც არასამთავრობოებსა და ჩინოვნიკებში ძალიან მოდაშია, მაგრამ ფბ-ზე ფოტოს დადების მეტი არანაირი დატვირთვა არა აქვს.
სამაგიეროდ ამ სტატუსის მიღების გარშემო გამართულმა აჟიოტაჟმა კარგად დაგვანახა როგორც ნაცების ბოღმიანი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში, ასევე ევროკავშირის დაობებული და განახლებისადმი რბილად რომ ვთქვა საშინლად რეტროგრადული დამოკიდებულება.
მარინა კალიურანდი – ძალიან რთულია პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროგნოზირება. ევროპული პარლამენტის დერეფნებსა და დისკუსიებში, რომელიც ევროპაში, ევროკავშირში ახლა გვაქვს, გაფართოებაზე დიდ სურვილს ვერ ვხედავ, ვერ ვხედავ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის წევრობის ან თუნდაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების დიდ სურვილს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი – იტალიის გარდა, უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ევროკავშირის ყველა დიდი სახელმწიფო ეწინააღმდეგება (ანუ უკრაინისთვის და მასთან ერთად საქართველოსა და მოლდოვისთვის).
იმ საკითხზე თუ როგორი ჩართულობა აქვს ევროკავშირს რუსეთ-უკრაინის ომში და ასევე უკრაინისთვის გამოყოფილი თანხების ირგვლივ გაჩენილ შეკითხვებზე აღარაფერს ვიტყვი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დიდი სურვილია იმ ევროპული ოჯახის წევრობა რომელიც საქარტველოს ანიჭებს პირველ რიგში დაცულობის განცდას, ანიჭებს კანონის უზენაესობის, ნორმალური, მშვიდი პოლიტიკური, თუ ეკონომიკური ცხოვრების და განვითარების შესაძლებლობებს, სამწუხაროდ ვხედავ „ოღონდ ნუ იქნება ბუნტი და სხვა რაც გინდა იყოს“ პრინციპს და რელური, მკვეთრი გადაწყვეტილებების მიმართ „ამ ეტაპზე თავი შევიკავოთ“ დამოკიდებულებას.
სამწუხაროდ ასეთი დამოკიდებულება საქართველო ამ ხვალ-ზეგიობაში უამრავ ნერვებს და რაც მთავარია დროს კარგავს. დროს იმ ფორმით, რომ ამ დემოკრატობანა-კოჰაბიტაციობანას თამაშში დამნაშავეებს ვერაფერს ვაკლებთ, პოლიტიკური პროცესი მკვდარია, ხელი გვეშლება ნორმალური ქვეყნის აშენებაში.
შემეძლო ეს ფრაზა უფრო შიშხათიანად მეთქვა, მაგრამ „ამ ეტაპზე თავს შევიკავებ“.
პრინციპში ევროპარლამენტში განახლების სიოს შემოქიქინება უკვე იგრძნობა, მაგრამ ამაზე სხვა დროს.”

“თუ არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, ეს არ იქნება ეროვნული ტრაგედია” – ნიკოლეიშვილი

თეგები: გია გაბრიჭიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას
ახალი ამბები

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას

11:58 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved