• რეკლამა
  • კონტაქტი
22:45, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წერილი „ოპოზიციურ ალიანსს“

ალია ავტორი - ალია
15:52 05-22-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

წერილში, რომელსაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საქართველოს ოპოზიციურ ალიანსს უგზავნის, წერია:

„მადლობას გიხდით 2026 წლის 17 აპრილის წერილისთვის, რომელიც საქართველოში გაუარესებულ ვითარებას ეხება. ვაფასებთ თქვენს შეშფოთებას და ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. საქართველო ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება. 21 აპრილს საგარეო საქმეთა საბჭომ განიხილა საქართველოში არსებული ვითარება, რომელიც უწყვეტად უარესდება და იმსჯელა დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ ევროკავშირის მხრიდან ზეწოლის საკითხზე.

ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობის მიმართ ერთგული რჩება და აქტიურად არის ჩართული ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის მხარდაჭერაში. ევროკავშირის პოზიცია ამ საკითხებზე მკაფიოდ ჩამოყალიბებულია და ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ საქართველოს სტაბილური და წარმატებული მომავლისთვის.

ევროკავშირის პოლიტიკა და მოქმედებები ეფუძნება მის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებიც მოიცავს კანონის უზენაესობის, დემოკრატიული მექანიზმებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემას. საქართველოსთან ურთიერთობისას ევროკავშირი მუდმივად უსვამს ხაზს ამ პრინციპების მნიშვნელობას. ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოსთან რეგულარულ გადახედვასა და შეფასებას ექვემდებარება, ხოლო გადაწყვეტილებები ვითარების საფუძვლიანი შეფასების შედეგად მიიღება. ევროკავშირის მიზანია ქართველი ხალხის კეთილდღეობის მხარდაჭერა და ის გააგრძელებს ქვეყანასთან თანამშრომლობას იმ ფორმით, რომელიც მის ღირებულებებსა და პრინციპებთან თანხვედრაშია.

ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება და ევროკავშირი ერთგულია ადამიანებს შორის კონტაქტების მხარდაჭერის მიმართ, მათ შორის მედიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდების დახმარების გზით. ამავდროულად, ევროკავშირი აქტიურად ებრძვის დეზინფორმაციულ ნარატივებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ვრცელდება, და ამასთანავე კვლავ ადასტურებს ქართველი ხალხისადმი მტკიცე მხარდაჭერას. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გაწევრიანების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს შეცვალოს მოქმედების ამჟამინდელი კურსი“, – აღნიშნულია წერილში.

წერილს ხელს აწერს დერინ დერია, რომელიც ხელმძღვანელობს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოსა და მოლდოვის მიმართულებაზე პასუხისმგებელ განყოფილებას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved