ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
„პრეზიდენტი შარლ მიშელი მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში გაეგზავრება. ვიზიტი 28 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით გაიმართება. საქართველოში ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდება. ის ასევე ეწვევა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის საბჭოში აღნიშნავენ, რომ ორმხრივი ურთიერთობებისა და Covid-19- ის წინააღმდეგ საერთო ბრძოლის გარდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხი იქნება.
კომენტარები