• რეკლამა
  • კონტაქტი
21:42, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, გამოვალთ თამამი იდეებით” – ვარჰეი

ალია ავტორი - ალია
19:45 09-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Hearing of Oliver VÁRHELYI , Commissioner-designate, Neigbourhood and Enlargement - Arrival - Opening statement - Q&A session

Hearing of Oliver VÁRHELYI , Commissioner-designate, Neigbourhood and Enlargement - Arrival - Opening statement - Q&A session

Facebook-ზე გაზიარება
343

ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ოქტომბერში არსებით წინადადებებს წარვადგენთ, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი EURACTIV-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები და თავად ბლოკი ძალისხმევას გააორმაგებენ.

„ყოველთვის არსებობდა კითხვა, გვინდა თუ არა ამის გაკეთება? ევროსაბჭოსგან პირველად მესმის, რომ მათ ამის გაკეთება სურთ, ეს მისასალმებელია“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ევროკომისარმა შარლ მიშელის განცხადებასთნ დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ „ყველაფერი შესაძლებელია, რისი გაკეთებაც ევროკავშირს სურს“, მაგრამ ხაზგასმით განაცხადა, რომ კონკრეტული ვადების დაჟინებით მოთხოვნა არ უნდა მოხდეს.

„არა მგონია, ეს თარიღების საკითხი იყოს. ეს არის (პოლიტიკური) ნების და შესრულების საკითხი. შესრულება ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ასევე შესრულება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, დასავლეთ ბალკანეთის ან სხვა სამი კანდიდატი ქვეყნის (უკრაინა, მოლდოვა და საქართველო) მხრიდან. რა თქმა უნდა, 2030 წელს შესაძლებელია, მაგრამ ეს რომ მოხდეს, ნიშნავს, რომ ჩვენ ყველამ, ევროკავშირის ყველა ინსტიტუტმა, ყველა წევრმა და ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა იქამდე მისასვლელად. მზად ვართ, გამოვიდეთ თამამი წინადადებებითა და ახალი იდეებით“, – აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

როგორც ვარჰეიმ აღნიშნა, ეს გეგმა დააჩქარებს ამ ქვეყნების არა მხოლოდ ინსტიტუციურ, არამედ რეალურ ინტეგრაციას ევროკავშირში.

„ის მოიცავს ყველაფერს, დაწყებული რეფორმებიდან კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, ეკონომიკური რეფორმებისა და ინტეგრაციის სფეროში, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, დამთავრებული ფინანსური მხარდაჭერით, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რათა აღმოიფხვრას განვითარებაში ხარვეზები, ვიდრე ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები გახდებიან“, – აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

ვარჰეის თქმით, კანდიდატი ქვეყნებისადმი მიდგომა უფრო მოქნილი და ფოკუსირებული იქნება „პოლიტიკის სფეროებზე, სადაც შეგვიძლია წინსვლა“ თითოეული ქვეყნის ძალისხმევის გათვალისწინებით.

თეგები: ოლივერ ვარჰეი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved