• რეკლამა
  • კონტაქტი
20:22, პარასკევი, 26 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკური მხარდაჭერის ოთხწლიან გეგმაზე მუშაობს, დაახლოებით 4 მლრდ ევროს მივიღებთ” – თალაკვაძე

ალია ავტორი - ალია
14:07 07-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან პოზიტიური შეხვედრა შედგა.

არჩილ თალაკვაძე:

„ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ევროკომისარმა გაგვიზიარა, ის არის, რომ ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკური მხარდაჭერის ოთხწლიან გეგმაზე მუშაობს, რომლის თანახმად, საქართველო დაახლოებით 4 მლრდ ევროს ეკონომიკურ მხარდაჭერას მიიღებს. ეს მოხმარდება ბიზნესსექტორის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის მდგრად აღდგენას. თავისთავად, ეს გაზრდის ჩვენი მოქალაქეებისთვის შემოსავლებსა და საქართველოს მეტ ინტეგრაციას მოახდენს ევროპულ ბაზარში. გაზრდის ექსპორტს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ამ მიმართულებით ევროკავშირთან ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს თანამოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან და ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ძირითადი დრო დაეთმო საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებსა და პარლამენტის საქმიანობაზე საუბარს. ასევე შარლ მიშელის გეგმის განხორციელებას, სადაც კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ევროკავშირის მხრიდან სრული მხარდაჭერა. ჩვენ კომისარს მადლობა გადავუხადეთ მისი პირადი ჩართულობისთვის, ვინაიდან პოლიტიკური დიალოგის დროს აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს დემოკრატიულ მიღწევებს და მან მნიშვნელოვანი გზავნილი გააკეთა, რომ პარტიები უნდა დაბრუნებულიყვნენ პარლამენტში და პოლიტიკური პროცესი მხოლოდ პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს. შესაბამისად, ამ შეხვედრას პოზიტიურად შევაფასებ. კომისრის ვიზიტი საქართველოში არის ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირება“,

თეგები: არჩილ თალაკვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025

ბიზნესი

ლიბერთი ბიზნესისთვის – ახალი გზავნილით „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“
ახალი ამბები

ლიბერთი ბიზნესისთვის – ახალი გზავნილით „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“

14:36 09-26-2025
AI ოლიმპიადა – თიბისელი მენტორების ამბავი თვითრწმენიდან გამარჯვებამდე
ახალი ამბები

AI ოლიმპიადა – თიბისელი მენტორების ამბავი თვითრწმენიდან გამარჯვებამდე

14:22 09-26-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები

14:04 09-26-2025
ოქრო რეკორდულად გაძვირდა – მიიღე უკეთესი შეფასება შენი ნივთებისთვის ექსპრეს ლომბარდში
ახალი ამბები

ოქრო რეკორდულად გაძვირდა – მიიღე უკეთესი შეფასება შენი ნივთებისთვის ექსპრეს ლომბარდში

18:17 09-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved