• რეკლამა
  • კონტაქტი
14:27, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოს 5 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს

ალია ავტორი - ალია
15:24 09-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99

ევროკავშირის წარმომადგენლობა ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარი 2021 წლის 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო. ევროკავშირი საქართველოს ძალადობის ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

 

“ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა, 2021 წლის 5 ივლისის თბილისი პრაიდის მარშის კონტექსტში, მედია-პროფესიონალების წინააღმდეგ ძალადობის ეფექტიანი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა და პრევენციული ზომების გაძლიერება. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ყველა დამნაშავის მართლმსაჯულებისთვის გადაცემისკენ და ამავდროულად, აღნიშნა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ევროკავშირი მიესალმა, რომ 2022 წელს თბილისი პრაიდთან დაკავშირებულმა ღონისძიებებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2021 წლის 5 ივლისს პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. მათი მიზანი თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების, “ღირსების მარშის” ჩაშლა იყო.

ძალადობამდე რამდენიმე წუთით ადრე განცხადება გააკეთა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც არა მოძალადეებს, არამედ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს მიმართა და ღონისძიების გაუქმებისკენ მოუწოდა.

საბოლოო ჯამში, 2021 წლის 5 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფები თავს დაესხნენ 53 ჟურნალისტს, მათგან ერთ-ერთი, ტვ პირველის ოპერატორი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა; მათ დაარბიეს “თბილისი პრაიდისა” და “სირცხვილიას” ოფისები, თბილისი პრაიდს კი, უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიების გაუქმება მოუწია.

 

თეგები: 5 ივლისიევროკავშირისაქართველო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved