ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებას განიხილავს. გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ინიციატივის მთავარი მიზანი ევროკავშირის ჰიბრიდული საფრთხეებისგან დაცვაა. ახალი წესები, შესაძლოა, 2027 წლიდან ამოქმედდეს.
გავრცელებული ცნობით, ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის სრულად აკრძალვას ითხოვს. ესტონეთი, პოლონეთი და შვედეთი კი გამოდიან ინიციატივით, შენგენის ზონაში შესვლა აეკრძალოთ რუსეთის იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობენ.
ამასთან, განიხილება რუსი დიპლომატებისთვის გადაადგილების დამატებითი შეზღუდვებიც. ინიციატივის თანახმად, მათ ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოში გასამგზავრებლად შესაძლოა სპეციალური ნებართვა დასჭირდეთ.











კომენტარები