უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ფედერაციის მომარაგების გამო, ირანს საერთაშორისო შეზღუდვები უწესდება. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უპრეცენდენტოდ მოკლე დროში მიიღეს.
ევროკავშირისა და უკრაინის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა სამი ირანელი გენერლისა და შაჰიდ ავიაციის წინააღმდეგ, რომელიც კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავების მწარმოებელია, სანქციები დააწესა.
სანქციების სიაში მოხვდნენ: ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მუჰამად ჰუსეინ ბაგერი, ისლამური რევოლუციის გვარდიის საჰაერო კოსმოსური კორპუსის მეთაური საიდ აღაჯანი და ირანის თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის ოფიცერი ხოჯათოლ ღორეიში.
კომენტარები