• რეკლამა
  • კონტაქტი
20:30, ხუთშაბათი, 30 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას“ – შალვა პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:36 11-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
106

“ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. თუკი მოითხოვდა, უნდა მოეცა სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლითაც “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, “თითქოს კანდიდატის სტატუსზე მთავარი დათქმა იქნება, რომ საქართველომ დაუწესოს სანქციები რუსეთს”.

კითხვაზე, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, პაპუაშვილი განმარტავს, რომ რთულია სერიოზული კომენტარის გაკეთება, თუმცა ვხედავთ ოპოზიციის და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბოლოო გაბრძოლებას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.

“რთულია, ჟურნალისტის განცხადებები სერიოზულად დააკომენტარო, თუმცა ჩვენ ვხედავთ მცდელობას ოპოზიციის და რამდენიმე “ენჯეოს” მხრიდან. ჩვენ ვნახეთ სერგი კაპანაძის სტატია, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ უნდა დაუდგეს პირობა რუსეთისთვის სანქციის დაწესება და სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა. დიდი ალბათობით, მის გათავისუფლებას გულისხმობდა. ვხედავთ, მათ შორის იყო სტატია სოროსის ფონდის წარმომადგენლებისა, ვხედავთ, რას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია, მათი განცხადებები, მათ შორის, რამდენიმე “ენჯეოს” ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ იქნებ იყოს რამე, რაც მიენიჭება და თუკი მიანიჭებთ, მაშინ იყოს დათქმები რუსეთისთვის სანქციების დაწესება, მიხეილ სააკაშვილი და ა.შ.

პირდაპირ არის შტურმი, ასე ვთქვათ, საბოლოო გაბრძოლება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ და იტოვებენ იმის შესაძლებლობას, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაინც მოენიჭა კანდიდატის სტატუსი და მათი შტურმი იყო უშედეგო, იქნებ რამენაირად დაამძიმონ,” – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, ყველა ხვდება, რომ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება ნიშნავს ეკონომიკურ კატასტროფას საქართველოში.

“რაც შეეხება სანქციებს, ეს არის აბსოლუტური აბსურდი. ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. თუკი მოითხოვდა, რა თქმა უნდა, ამის პარალელურად უნდა მოეცა ჩვენთვის სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები. ამ გარანტიების გარეშე არც ევროკავშირი ითხოვს, მათ შორის, არც ნატო და არავინ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. ყველა ხვდება, რომ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება ნიშნავს ეკონომიკურ კატასტროფას საქართველოში. დათვლილია, მინუს 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა ჩვენ, თუ დავაწესებდით სანქციებს. მეორე – ეს ნიშნავს რისკს სამხედრო დაპირისპირებისა რუსეთთან პირდაპირ, ირიბად, სხვადასხვა პროქსიჯგუფების გამოყენებით, თუ ა.შ. ანუ, ნიშნავს სამხედრო და ეკონომიკურ კოლაფსში ქვეყნის გადაგდებას და რა თქმა უნდა, არც ერთი პასუხისმგებლიანი ქვეყანა, თუ ორგანიზაცია საქართველოდან ამას არ ითხოვდა, ვინაიდან ამ შემთხვევაში მათ პირდაპირ უნდა მოეცათ ეკონომიკური და სამხედრო უსაფრთხოების გარანტიები.

ასე რომ, ვხედავთ, ეს ჯგუფი, მათ შორის ოპოზიციის და მათი მფარველი რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი უცხოეთში ამას ცდილობენ, ითხოვენ, თავიდანვე ითხოვდნენ, სწორედ იმ მიზეზით, რომ საქართველოს მოსახლეობა გაეწირათ ეკონომიკური კატასტროფისთვის და გაეწირათ შესაძლო სამხედრო კონფლიქტისთვის. ამიტომ მე მიკვირს, რომ ამ შემთხვევაში ვიღაც უცხოელი ჟურნალისტი ამ საკითხებზე საუბრობს. ეს უბრალოდ აჩვენებს, რომ ოპოზიცია ამაზე მუშაობს, მათ შორის ვიცით, რომ ბრიუსელში ჩადის მათი რამდენიმე წარმომადგენელი, რომ ადგილზე ბოლო შტურმი მიიტანონ ქართველი ხალხის ევროპულ მომავალზე,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თეგები: შალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved