• რეკლამა
  • კონტაქტი
06:34, პარასკევი, 21 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ევრო-ზიზღი, ევრო-სიძულვილი” – პაპუაშვილის მორიგი ბრალდებები ევროკავშირს

ალია ავტორი - ალია
02:01 06-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
287

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეების, პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო სასამართლოში დაბარებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ “ამ საჩივრების მეორე მხარე და მოპასუხე, სინამდვილეში, ევროკავშირის ელჩია”.

“დღეს იყო საჩივრები, რომლითაც შსს-ს მივმართეთ ჩვენი ფრაქციის შეურაცხყოფებთან დაკავშირებით. მე ორი წერილი მივწერე ევროკავშირის ელჩს საქართველოში – ერთი 24 აპრილს, მეორე 30 მაისს. ორივე წერილში მივუთითებდი, რომ ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული ადამიანები, აი, ხელფასს რომ უხდის, რომ აფინანსებს ის ადამიანები სიძულვილის ენაში, ზიზღის ენაში, ძალადობაში და პროპაგანდაში არიან ჩართულები. ერთ რამეს ვთხოვდი ევროკავშირის ელჩს – რომ ამას საჯაროდ გამიჯვნოდა და ეთქვა ერთი ფრაზა, რომ სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა არ არის ევროპულობა.

ესეც კი, სამადლოდაც კი არ თქვა მან საჯაროდ და ამის გამო არის დღეს, სოცმედიაში, თუ ქუჩაში მივარდნები, არასრულწლოვანების დატერორება და ა.შ. იცით რა არის, ჩვენ ევროპულ ღირებულებად მოგვყიდეს ევრო-ზიზღი, ევრო-სიძულვილი და ევრო-პროპაგანდა და ჩვენ ამას უნდა ვუპასუხოთ ქართული ღირებულებებით.

ამ საჩივრების მეორე მხარეს დგას, მათ შორის, ევროკავშირის ელჩი. ეს მისი პასუხისმგებლობაა, რომ მისი დაფინანსებული ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ ქალებს, ბავშვებს, პოლიტიკოსებს ქუჩაში, სოციალურ მედიაში და მან ერთხელაც კი არ იგრძნო პასუხისმგებლად თავი, რომ მისი ფულით რომ ბედავენ ამას ადამიანები, ერთხელ, ერთი რამ ეთქვა, რომ მიუღებელია სიძულვილის ენა, ამასაც არ აკეთებს, იმიტომ რომ სინამდვილეში, ვუბრუნდები ფრაზას, რომლის ციტირებაც გააკეთეთ ჩემი, რომ ეს სიძულვილიც, ძალადობაც, პროპაგანდაც, რაც არის სინამდვილეში ექსტრემიზმი, არის მხარდაჭერილი, წაქეზებული და დაფინანსებული ბრიუსელი, მათ შორის ევროკავშირის საელჩოს მხრიდან, რომელიც თავისი არ გამიჯვნით აქეზებს ყველა იმ უმსგავსობას, რაც დღეს ხდება რადიკალური ექსტრემისტების მხრიდან, ასე რომ, ამ საჩივრის მეორე მხარე და მოპასუხე არის სინამდვილეში ევროკავშირის ელჩი. დანარჩენი ადამიანები არიან უბრალოდ ინსტრუმენტები ამ ზიზღის გავრცელებისა”, – ამბობს შალვა პაპუაშვილი რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

ქართულმა ოცნებამ მოქალაქეების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო სასამართლოში დაბარება დაიწყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და …“ იწყება
ახალი ამბები

თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და …“ იწყება

14:57 11-20-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თათუზა ჯაზ კლუბი განსაკუთრებულ საღამოებს გთავაზობთ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თათუზა ჯაზ კლუბი განსაკუთრებულ საღამოებს გთავაზობთ

11:50 11-20-2025
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: ნოემბერი
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: ნოემბერი

17:09 11-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved