სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ ავტომობილში მყოფი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ევაკუატორით გადაიყვანეს. ჯაფარიძე “ტვ პირველთან” ამბობს, რომ მისთვის უცნობია, სად მიჰყავთ.
„საბურთალო გამომატარეს, ევაკუატორზე ვზივარ, ეხლა იპოდრომთან ჩავიარეთ,სად მივყავარ არ ვიცი.
აქციის მიზანი იყო დემონსტრირება იმისი, რომ სინამდვილეში ძალიან პატარა ძალებითაც შესაძლებელია სისტემის პარალიზება. სისტემას, რომელიც ემსახურება უზურპატორ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ყოველდღიურად განცდა, რომ ვერ გააგრძელებენ ქვეყნის მართვას ისე თითქოს ქვეყანაში არაფერი არ ხდება”, – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერსა და აქტივისტებს თბილისსა და კიდევ 5 ქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობების შესასვლელები, პროტესტის ნიშნად, ავტომობილებით ბლოკირებული აქვთ.
ისინი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
კომენტარები