• რეკლამა
  • კონტაქტი
12:57, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Europetime-ი “მედია კრიტიკის” ბრალდების პასუხად, სქრინებს აქვეყნებს – განცხადება

ალია ავტორი - ალია
20:14 02-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
244
სააგენტო Europetime-ი განცხადებას ავრცელებს და წერს:
ვეხმაურებით ,,მედიაკრიტიკის“ მიერ გავრცელებულ ეგრეთ წოდებულ კვლევას იმის თაობაზე, რომ Europetime-ის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით გავრცელებული მასალა, ,,ფეიკია” და მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სახელითაა კომენტარი და არა კონკრეტული პირის მითითებით.
ასევე, „მედიაკრიტიკის” ავტორი გვამცნობს რომ, მასალა (რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით) ,,ფეიკია” მხოლოდ იმიტომ, რომ მასალის ავტორი არ არის იდენტიფიცირებული.
სარედაქციო მასალის გამოქვეყნება, ისევე როგორც სხვადასხვა უწყების სახელით კომენტარის, შეფასების თუ განცხადების გაკეთება ჩვეულებრივი, აპრობირებული მეთოდია და არაფერი აქვს საერთო ფეიკნიუსთან.
Europetime დღიდან მისი დაარსებისა, ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით და პროფესიული ეთიკის სრული დაცვით ეკიდება მკითხველის ნდობას.
არასდროს, არცერთი მასალა, ინტერვიუ თუ კომენტარი არ გაგვივრცელებია გადაუმოწმებლად. რაც შეეხება პასუხებს, რომლებიც ჩვენს კითხვებზე სახელმწიფო დეპარტამენტიდან მივიღეთ, ცხადია, ამის ამსახველი მასალაც გვაქვს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე, შესაბამისად, ჩვენს განცხადებას „სქრინებსაც” თან ვურთავთ.
სამწუხაროა, რომ შესაძლებელია, დაერქვას მედიაკრიტიკის „კვლევა“ მასალას, რომელშიც დამოუკიდებელ მედიაგამოცემას, ასეთი ზედაპირული და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უაპელაციოდ შეიძლება, დასდონ ბრალი და დააბრალონ, ის რაც მის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
თუ მასალის ავტორს მართლაც სურდა სიმართლის დადგენა, უაპელაციოდ და უარგუმენტოდ ,,ფეიკს” კი არ დაარქმევდა ჩვენს მიერ გავრცელებულ განცხადებას, არამედ, მინიმუმ სანამ გამოაქვეყნებდა თავის ,კვლევას”, ერთხელ მაინც მოგვმართავდა, როგორც ეს სხვა მედიასაშუალებებმა გააკეთეს, და ჩვენც სიხარულით მივაწვდიდით ამ მასალის ობიექტურობის დამადასტურებელ ყველა ფაქტს. ჩვენ მაინც იმედი გვინდა, დავიტოვოთ, რომ ეს ,,კვლევა” თავისუფალი მედიის დისკრედიტაციის მცდელობას არ ემსახურება
Europetime-ის რედაქცია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიის ადვოკატირების კოალიცია / Media Advocacy Coalition
თეგები: Europetime

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved