• რეკლამა
  • კონტაქტი
20:18, პარასკევი, 23 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეუბნებოდნენ, შენი ჩადენილიაო” – 2 პირს, რომლებიც სავარაუდოდ, შატალოვას საქმეზე დააკავეს, პოლიციაში სცემეს

ალია ავტორი - ალია
12:55 10-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

2 პირი, რომლებიც გუშინ, გავრცელებული ინფორმაციით ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, დუმილის უფლებას იყენებენ. ბაჩუკი ლატარია და ბიძინა ხასია წინასწარი დაკავების იზოლატორში უფლებადამცველებმა უკვე მოინახულეს.

როგორ ადვოკატებმა აღნიშნეს, ორივე მათგანს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათივე თქმით, ლატარიას სამართალდამცველები შატალოვას მკვლელობის აღიარებს აიძულებდნენ, თუმცა ოფიციალურად მას ამ დროისთვის ნარკოდანაშაულს, ხასიას კი დანაშაულის დაფარვას ედავებიან.

დაკავებულია იმ ბინის მეპატრონეც, სადაც ხასია და ლატარია იმყოფებოდნენ.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ ამ მკვლელობასთან არანაირი საერთო არ ჰქონია.  ის იყენებს დუმილის უფლებას. როგორც ლატარიამ მითხრა, ის ჰყავდათ შინაგან საქმეთა სამინისტროში, მე-7 განყოფილებაში და პატიმარზე ხდებოდა ზეწოლები. იქაც აყენებდნენ მას ფიზიკურ შეურაცხყოფას. ბრალი აქვს წარდგენილი 260-ე მუხლით, თუმცა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით მას არანაირ კითხვას საგამოძიებო ორგანო არ უსვამდა. ანასტასია შატალოვასთან დაკავშირებით უსვამდნენ კითხვებს. ასევე, აჩვენებდნენ რაღაც ვიდეოებს მოკლული ქალბატონის და ეუბნებოდნენ, რომ არის შენი ჩადენილი”, – ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, 18 ოქტომბერს, თბილისში ახალგაზრდა ქალი, სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, მას 7 ტყვია აქვს ნასროლი.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მოკლული ანასტასია შატალოვაა, რომელსაც დავა ჰქონდა ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან არასრულწლოვან შვილთან დაკავშირებით. ბათუმის ყოფილი ვიცე მერი ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან კავშირს უარყოფს. ზურაბ ბერიძის თქმით, მოკლულთან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved