• რეკლამა
  • კონტაქტი
01:01, შაბათი, 13 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

EU-ში შეთანხმდნენ მექანიზმზე, როგორ აუარონ უნგრეთს გვერდი რუსული აქტივების გასაყინად

ალია ავტორი - ალია
16:55 12-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

გამოცემა POLITICO-ს ცნობით, ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცეს სამართლებრივი მექანიზმი, რომლის საფუძველზეც რუსეთის სახელმწიფო აქტივები ევროპაში შესაძლოა სამუდამოდ გაყინული დარჩეს.

როგორც POLITICO წერს, ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის კრემლის იმედებს, რომ ომის შემდგომი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში გაყინული თანხები განიბლოკება.

გამოცემა წერს, რომ ევროკავშირმა სამართლებრივი მექანიზმი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის გვერდის ავლით დაამტკიცა.

დანიის საბჭოს თავმჯდომარეობის განცხადებით, ხუთშაბათს ევროკავშირის ელჩებმა საგანგებო უფლებამოსილება მიანიჭეს ევროკომისიას, რომ რუსეთის სახელმწიფო აქტივები, 210 მილიარდი ევროს ოდენობით, დაბლოკილი იყოს მანამ, სანამ კრემლი უკრაინისთვის ომისშემდგომ რეპარაციებს არ გადაიხდის.

მათ განაცხადეს, რომ ელჩებმა დაამტკიცეს წერილობითი პროცედურის დაწყება ოფიციალურად ევროკავშირის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად. წერილობითი კენჭისყრა დღეს, ბრიუსელის დროითს 17:00 საათზე უნდა გაიმართოს. როგორც POLITICO წერს, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „ძალიან მკაფიო უმრავლესობით“.

საგანგებო მუხლი ფაქტობრივად ცვლის არსებულ წესებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებს ავალდებულებდა, რომ ერთხმად განეახლებინათ სანქციები ყოველ ექვს თვეში ერთხელ.

“ამით კრემლისადმი მეგობრული ქვეყნები კარგავენ ძალაუფლებას, განბლოკონ გაყინული თანხები სანქციების განახლებაზე უბრალოდ ხმის წინააღმდეგ მიცემით“, – წერს POLITICO.

POLITICO-ს ცნობით, იურიდიულ ტექსტში, რომელიც კომისიამ მოამზადა, ნათქვამია, რომ აქტივების გაყინულ მდგომარეობაში შენარჩუნება „წარმოადგენს ზომას, რომელიც მიზანშეწონილია რუსეთის ქმედებებით გამოწვეული, კავშირის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უპრეცედენტო მასშტაბის შემდგომი მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად“.

როგორც POLITICO წერს, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ თავდაპირველად ეს სამართლებრივი მექანიზმი იმ ცალკეული გეგმის გასაძლიერებლად შესთავაზა, რომელიც გულისხმობდა უკრაინისთვის რუსეთის 210 მილიარდი ევროს გაყინული აქტივების მობილიზებას, რომელთა უმეტესი ნაწილი ბელგიაში არსებულ Euroclear-ში ინახება.

თუმცა, ბელგია ეწინააღმდეგება გეგმას იმის შიშით, რომ რუსეთის მიერ თანხის უკან დაბრუნების შემთხვევაში მას მოუწევს სესხის დაფარვა. ბელგიის შეშფოთების შესამსუბუქებლად, კომისიამ იმ სამართლებრივი წინადადებიდან, რომელიც ხუთშაბათს დამტკიცდა, ამოიღო სესხის შესახებ მითითებები.

ევროკავშირის გადაწყვეტილებას აპროტესტებს უნგრეთი. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, ამ გადაწყვეტილებით ბრიუსელი დღეს „რუბიკონს კვეთს“ და ევროკავშირს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.

“ეს ყველაფერი ხდება დღისით-მზისით, ევროპული საბჭოს შეხვედრამდე ერთ კვირაზე ნაკლები ხნით ადრე. ამით ევროკავშირში კანონის უზენაესობა იცვლება ბიუროკრატების მმართველობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბრიუსელში დიქტატურა მყარდება. უნგრეთი აპროტესტებს ამ გადაწყვეტილებას და ყველაფერს გააკეთებს კანონიერი წესრიგის აღსადგენად“, – დაწერა ვიქტორ ორბანმა X-ზე.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ასევე მისწერა წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას, რათა მისი მთავრობის წინააღმდეგობა დაეფიქსირებინა „უკრაინის ფინანსური საჭიროებების ნებისმიერი გადაწყვეტის მიმართ, რომელიც მოიცავს უკრაინის სამხედრო ხარჯების დაფარვას მომდევნო წლებისთვის“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

13:49 12-12-2025
გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები
ახალი ამბები

გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები

12:52 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved