“რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მომავალ კვირას ევროკავშირის გაფართოების შესახებ დასკვნებს მიიღებენ.
მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები დასკვნაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს “ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ”.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მომავალ კვირას მიიღებენ ევროკავშირის გაფართოების შესახებ დასკვნებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს “მხოლოდ სახელწოდებით კანდიდატ ქვეყანას” უწოდებენ, როგორც ეს ევროკავშირის კომისიამ გააკეთა, ისინი იტყვიან, რომ “ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ” – წერს იოზვიაკი.














კომენტარები