• რეკლამა
  • კონტაქტი
17:12, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეტყობა, ოცნებამ ქალები ასეთ სარისკო საქმეზე ვერ დაასაქმა” – მერაბ მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
15:20 11-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
224

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:

არჩევნების გაყალბების კიდევ ერთი უტყუარი მტკიცებულება დადო „სამართლიანმა არჩევნებმა“.
მათ შეამჩნიეს, რომ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამ არჩევნებზე სტატისტიკურად უჩვეულოდ ბევრი მამაკაცი ამომრჩევლის მოსვლა ფიქსირდებოდა. გამოითხოვეს მონაცემები ცესკოდან და ასეულობით უბანზე კაცების მნიშვნელოვანი მეტობა აღმოჩნდა, (რაც თავსიათავად საეჭვო ფაქტია, რადგან არცერთ სხვა არჩევნებზე ასეთი რამ არ მომხდარა), ხოლო რამდენიმე ათეულ უბანზე კაცების რაოდენობა იმაზე მეტიც კი აღმოჩნდა, ვიდრე საარჩეევნო სიაში იყვნენ ანუ 100 პროცენტზე მეტი კაცი მივიდა რაღაცნაირად არჩევნებზე. 
მარტივად რომ ავხსნათ, რა მოხდა:
შენ თუ უბანზე კარუსელს ატრიალებ ან სხვისი პირადი ნომრებით აძლევს ერთი და იგვივე ადამიანი ხმას რამდენჯერმე, ფრთხილად უნდა იყო, რომ ზედმეტი არ მოგივიდეს და ამ უბანზე არსებული ამომრჩევლის 100 პროცენტს არ გასცდე, თორემ გაყალბება გამჟღავნდება, ამიტომ „ოცნება“ როგორც ჩანს, საერთო რაოდენობასთან შესაბამისობას კარგად აკონტროლებდა. მართალია, ზოგ უბანზე 90 და 80 პროცენტსაც კი მიუახლოვდნენ, რაც ასევე არაბუნებრივა და ჩემთვის გაყალბების უტყუარი მტკიცებულება, მაგრამ თეორიულად შესაძლებელია და ჭირს მოდავება.
თუმცა, ერთი რამე გამაზეს:
რეგიონებში კარიუსელების დატრიალებაში და სხვისი პირადობებით ხმის მიცემის ოპერაციებში, როგორც ჩანს, ძირითადად კაცები იყვნენ ჩართულები (ეტყობა, ქალები ასეთ სარისკო საქმეზე ვერ დაასაქმეს), ჰოდა, საერთო რაოდენობას კი აკონტროლებდნენ და არ გადასცდა მისული ამორმჩევლის რაოდენობა, მაგრამ 23 უბანზე არსებული კაცების რაოდენობას გადასცდნენ ანუ კაცი ამომრჩეველი იმ უბანზე რეგისტირიებულზე ანუ 100 პროცენტზე მეტი გამოუვიდათ, რაც ასევე უტყუარი მტკიცებულებაა გაყალბების.
როგორც „სამრთლიანი არჩევნები“ ამბობს, მას მერე, რაც მათ ცესკოდან გენდერული ნიშნით აქტივობების გამოთხოვა დაიწყეს, ცესკომ თავის საიტზე ეს მონაცემები გააქრო და ახლა თავიდან ტვირთავს  დაკორექტირებულებს.

23 უბანზე, არჩევნებზე მისული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა, აღემატება სიაში რეგისტრირებულ კაც ამომრჩეველს – ISFED

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved