• რეკლამა
  • კონტაქტი
05:22, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ესტონეთის ექსპრეზიდენტი: საქართველო დაადგა დესპოტიზმის გზას, რატომ ვხარჯოთ ფული საელჩოში?

ალია ავტორი - ალია
18:46 11-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი გირჩი – მეტი თავისუფლების ერთ-ერთი ლიდერის ბორის ყურუას დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავსი დაკავებებითა და სააკაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი კადრების გავრცელებით, საქართველო ცენტრალური აზიის დესპოტურ მმართველობას ემსგავსება. 

“საქართველო მსგავსი შემთხვევებითა და სააკაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი მოპყრობის საზარელი კადრებით, დაადგა ცენტრალური აზიის დესპოტიზმის მმართველობის მიერ გავლილ გზას. მათ აღარ აინტერესებთ არც დასავლური და არც ევროპული ნორმები. როგორც ჩანს, აღარც ქართველებს”. – წერს ტვიტერზე ესტონეთის ექსპრეზიდენტი. 

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ბელარუსის საზღვართან კრიზისის ფონზე, საქართველოში განვითარებული მოვლენებს ევროპა ნაკლებ ყურადღებას აქცევს, რაც, თავის მხრივ – საქართველოს უსაფრთხოებას აზიანებს.

“მაგრამ, ვერ ვხვდები, რა საჭიროა ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს მნიშვნელოვანი იყო, როგორც აზიურ დესპოტურ სახელმწიფოებში ევროპული გამონაკლისი. როცა მსგავს გზას ირჩევ, ვერ ვხვდები, რატომ უნდა დახარჯოს ფული ჩემმა ქვეყანამ ან სხვა ქვეყანამ საქართველოში საელჩოების დაკომპლექტებაში.”

ბორის ყურუა სხვა აქტივისტებთან ერთად, 10 ნოემბერს, სუს-თან გამართულ აქციაზე დააკავეს. გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ყურუა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ჩართვას ელოდებოდა და მას არაფერი დაუშავებია.

10 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით ჯამში ოპოზიციის 46 აქტივისტი დააკავა. თბილისში საპროტესტო აქცია ერთდროულად ე.წ მოდულის შენობასთან, იუსტიციის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან იმართებოდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved