წალენჯიხაში რეკრეაციული ზონების მოწესრიგება გრძელდება – გუგე ცანავას სახელობის პარკში დაზიანებული ინვენტარი განახლდა.
პარკის ტეტიტორიაზე 37 ახალი დასასვენებელი სკამი და ურნა განთავსდება. სკამებს
ქალაქის რეკრეაციულ ზონებში დასასვენებელი სკამები და სხვადასხვა ინვენტარი ეტაპობრივად გამოიცვლება – აცხადებს წალენჯიხის მერი, გიორგი ხარჩილავა.
მისივე განცხადებით, წალენჯიხის მერიის პრიორიტეტია, რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შეიქმნას, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თავის შვილებთან ერთად, დაისვენონ, გაერთონ.
ცნობისთვის, სკამებს, რომლებიც პარკში განთავსდა, წალენჯიხა აწერია.
ესთეტიკა, სისუფთავე, სილამაზე და რაც მთავარია ერთად ყოფნა – აცხადებს წალენჯიხის მერიის წარმომადგენელი.
კომენტარები