• რეკლამა
  • კონტაქტი
10:45, შაბათი, 27 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ესპანეთში 6 წლის წინ დაკარგული ინგლისელი ბიჭი საფრანგეთში იპოვეს

ალია ავტორი - ალია
02:04 12-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
536

2017 წელს ესპანეთში დაკარგული ინგლისელი ალექს ბეტი საფრანგეთში იპოვეს – ამის შესახებ BBC იუწყება.

ალექსი 11 წლის იყო, როდესაც ბებიასა და ბაბუასთან ერთად ესპანეთში დასასვენებლად წავიდა და დაიკარგა. 14 დეკემბერს, უკვე 17 წლის ალექსი საფრანგეთის ერთ-ერთ დასახლებაში იპოვეს.

ალექსმა პოლიციას უთხრა, რომ ორი წელია, რაც საფრანგეთში ცხოვრობს, ჯანმრთელადაა და მისთვის ზიანი არავის არ მიუყენებია.

BBC-ს ადგილობრივმა ჟურნალისტმა უთხრა, რომ მოზარდი კურიერმა იპოვა, როცა ბიჭმა კომუნა დატოვა და რამდენიმე დღე ფეხით დადიოდა. ალექსი ზურგჩანთით და სკეიტბორდით მთის ფერდობებზე გზას მარტო მიუყვებოდა, რის გამოც კურიერს შეეცოდა და მისი დახმარება გადაწყვიტა.

“მანქანაში სამი საათი გაატარეს და ბიჭმა თავისი ამბავი მოუყვა. მან თქვა, რომ მოხეტიალე კომუნაში ცხოვრობდა, მაგრამ დედამისი “ცოტა ეუცნაურებოდა” და გადაწყვიტა, რომ ასე ცხოვრება არ სურდა და უნდოდა, რომ საკუთარი გზა თავად გაეკაფა. ამიტომ, გადაწყვიტა, წასულიყო”. – თქვა ჟურნალისტმა BBC-სთან საუბრისას.

ამჟამად მოზარდზე სოციალური სამსახური ზრუნავს და საელჩომ მის შესახებ ბრიტანეთის პოლიციას შეატყობინა.

2018 წელს ალექსის ბებიამ, სუზან კარუანამ BBC-სთან საუბრისას ვარაუდი გამოთქვა, რომ ბავშვი დედამისმა მელანი ბეტიმ და ბაბუამისმა დევიდ ბეტიმ სპირიტუალურ საზოგადოებაში საცხოვრებლად მოროკოში წაიყვანეს. კარუანას თქმით, ისინი ალტერნატიული ცხოვრების წესს მისდევენ და არ უნდოდათ, ალექსს სკოლაში ესწავლა.

წყარო – ტაბულა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved