• რეკლამა
  • კონტაქტი
01:29, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ესპანეთის სუსტი წერტილი და ჩვენი ნაკრების პლიუსები – Gaius Marius Oboba

ალია ავტორი - ალია
21:36 06-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
432

Gaius Marius Oboba, სოციალურ ქსელში, წერს:

 

ვის ვხვდებით დღეს და რა არის ჩვენი შანსები.
იმ გუნდთან, რომელმაც ბოლო 4 ოფიციალურ შეხვედრაში 16 გოლი გაგვიტანა.

⚽ფიზიკა –

საშუალო ასაკი ორივე გუნდის თითქმის იდენტურია (27-ის ფარგლებში).
მაგრამ ცარიელი სტატისტიკა არ ვარგა როგორც წესი.

ესპანელებს ზოგადად უფრო ახალგაზრდა გუნდი ყავს. დე ლა ფუენტე აშენებს მომავლის ესპანეთს, სადაც რამოდენიმე გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად, არიან გიჟურად მოტივირებული “ბავშვები”.

ისინი ირბენენ მეტს, მათ ესპანეთის დონეზე აქვთ დასამტკიცებელი თუ ვინ არიან, სისხლი უდუღთ.

უფრო დასვენებულები არიან. მესამე ტური მათთვის პორტუგალიის პონტში ფორმალობა იყო. + 1 დღე.

⚽ ტექნიკა

ამ ევროზე ესპანეთი პასების სიზუსტეში არის ლიდერი, საშუალოდ 80% მდე ადის, რაც ძალიან მაღალია.
დიდად არც ჩვენ ჩამოვრჩებით, მაგრამ რადგან ბურთი ჩვენ ნაკლებად გვაქვს, პასებიც ნაკლებია, მათ ბევრი პასი აქვთ, ამიტომ ზონას აქვს მნიშვნელობა.

ანუ, ააანუუუ, კომბინირებენ გიჟურად.

ეს არ არის 2008-10-12 წლის ესპანეთი, ბარსელონას ქი ფლეიერებზე დაშენებული, რომელიც ყველაფერს იგებდა ყველგან.

სხვა ხასიათის გუნდია, რადგან იგივე სქილები არ არის, დე ლა ფუენტემ სრაფ კომბინირებაზე და პრესინგზე გააკეთა აქცენტი. სისწრაფეებით უნდა უტევდეს ესპანეთი.

⚽ ფლანგები

იამალი და ნიკო უილიამსი მაღალპროცენტიანი დრიბლიორები.
ანუ, დიდი ალბათობით დამცველს ცდებიან და მიდიან დამზღვევზე, რაც ნიშნავს ჩვენი დაცვის კონცენტრირებას ერთი მიმართულებით და მეორე შედარებით თავისუფლდება და პირიქით.
რაც 3-4 ჯერ ზრდის ჩვენი დაცვის ხაზის შეცდომებს.

⚽ მორატა

ესპანეთის სტრაიკერი, გამოცდილი,.მაგრამ არასტაბილური გეიმერი.
თუ თამაში წაუვიდა, ბილიარდის სიზუსტით გიძვრენს ბურთს, პოზიციას იკავებს იდეალურს, თუ არადა ყლევდება, ხისტად თამაში მასზე არ მოქმედებს, კიდია, უბურთობაც კიდია, მომთმენია, მინიმუმ სივრცე არ უნდა მივცეთ და წარმოდგენა არ მაქვს ამუშავებული (თუ) ესპანური ფლანგებით ეგ როგორ უნდა მოვახერხოთ.

⚽ როდრი

მსოფლიოს ამ ეტაპზე საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი. გამოცდილი, ტექნიკური, ბევრი სქილის მქონე გვარდიოლას ხელში დაბრძენებული, მაგრამ სეზონით გადაღლილი სთარი.
მას არ უჩვენებია მისი თამაშის ნახევარიც კი ამ ევროზე.
თუ მან მისი თამაში აჩვენა, აქ საუბარს აზრი არ აქვს.

⚽ფაბიან რუისი და პედრი

ფაბიანს რა ბზიკმა უკბინა არ ვიცი, ასეთი დონის თამაში მისგან არავის უნახავს. არც ნაპოლიში, არც პსჟ-ში.

პედრი მისი უნარების დაახლოებით 30-40% -ზეა.

ეს ორი ფეხბურთელი ქმნის იმ კომპოზიციას, რომელსაც ვერ გათვლი, სად წაიყვანენ შეტევას, რას იზამენ საერთოდ. რვა თვალი და ყური გვინდა თითო ფეხბურთელზე.

⚽ ესპანეთის სუსტი წერტილი

ცენტრალური დაცვაა.
მოუხედავად იმისა, რომ ესპანეთს გოლი არ გაუშვია, საკუთარ კართან მიღებული სახიფათო მომენტების 80% ცენტრალური დაცვის პრობლემაა, არ ყავთ მანდ მაღალი დონის ფეხბურთელები.

რა შეიძლება იყოს ჩვენი პლიუსები და რა უნდა ვითამაშოთ ჩვენ:

?? გვყავს გველესიანი და ლოჩოშვილი, ეს სტანდარტებზე, მაგათზე მაღალი ორივე გუნდში არავინაა. კუთხურებზე თავს წესით კარგად დავიცავთ, რა თქმა უნდა თუ ფეხბურთელების აყვანაში არ შევცდებით.

?? ჩვენი კონტრშეტევები, აქ სწორი პასების სიზუსტეს აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა და ჩვენი კონტრები, როგორ ვთქვა, უნდა ვკბენდეთ, შიში და საფრთხე უნდა გავაჩინოთ.
უნდა წავიდეთ მოტყუებაზე, ტექნიკურ სამხრეთულ გუნდებს, ეგ არ უყვართ, გიჟდებიან.

?? და ჩვენ რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა შედეგი გვეჩვენებინა, რაც არ უნდა გვაქოს დე ლა ფუენტემ, ისინი სერიოზულად არ გვიყურებენ, ფიქრობენ გერმანიაზე, ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს, ჩვენი ევრო შედგა, ახლა უნდა გავაწვალოთ, ტვინი მოვუტყნათ, გავაბრაზოთ, ავანერვიულოთ და ცოტა ფეხებშიც მივცხოთ (ნუ რა ვქნა) და ჩვენი კლასი, ჩვენი ტექნიკა 100%-ით უნდა გამოვიყენოთ.

და მთავარი თავხედობა

თ ა ვ ხ ე დ ო ბ ა

კი, აი ასე, როგორც ამ კადრშია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved