• რეკლამა
  • კონტაქტი
14:50, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეშმაკი”, “ჩიპია” და ფრიდონ ინჯიას ინიციატივა – “აგერ ჩვენი აპარატის უფროსის დედა, იკლავს თავს, არაო”

ალია ავტორი - ალია
15:14 11-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
359

ფრიდონ ინჯიას ინიციატივა პოლიტიკური განხილვის საგნად იქცა. “ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარე ამბობს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს იცნობს, რომლებსაც ახალი, ელექტრონული პირადობის მოწმობების გაკეთება სხვადასხვა მიზეზით არ უნდათ და მოითხოვს, რომ მათ საშუალება მიეცეთ, არჩევნებზე ძველი პირადობის მოწმობით მისცენ ხმა.

“მე მაქვს რამდენიმე პირადობის მოწმობა, რომელიც ჩვენი ამომრჩევლები იყვნენ. ერთი რაიონიდან არის და ერთი აგერ ჩვენი აპარატის უფროსის მაღლაკელიძის დედა, იკლავს თავს, არაო. სხვადასხვა მიზეზები აქვთ, ერთი ამბობს, ჩემი პირადობა არის უვადოო და იქ მე კარგად გამოვიყურებიო, ზოგი რწმენით აკეთებს ამას და ამბობს, ეშმაკს ვერ მივაბარებ ჩემს თავსო და არ უნდათ ელექტრონული პირადობის მოწმობები”. – ამბობს ინჯია.

შეგახსენებთ, რომ „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ითხოვს, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა ე.წ. ლამინირებული პირადობითაც შეძლონ.

პარლამენტმა ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივა, პირველი მოსმენით უკვე მიიღო. არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია ამ ცვლილებაში გაყალბების საფრთხეს ხედავენ.

ცნობილია, რომ პარლამენტში მომდევნო კვირას ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ახლა საინტერესოა, რა გეგმა ექნება ოპოზიციას და ეცდებიან თუ არა ირაკლი კობახიძის დარწმუნებას, რომ ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა საფრთხეებს შეიცავს.

პოლიტიკოსების გარდა საკითხს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ლევან იოსელიანი მოქალაქეებს მოუწოდებს,  ძველი დოკუმენტები ახლით შეცვალონ.

თეგები: ფრიდონ ინჯია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved