• რეკლამა
  • კონტაქტი
06:27, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ესეც ტყუილია, ნიკა მელიას ნათქვამი არ გახლავთ ცხელი შემოდგომა” – აპირებდა, თუ არა, ნაციონალური მოძრაობა “ცხელ შემოდგომას”?

ალია ავტორი - ალია
03:02 01-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,652

ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე, პასუხობს, ჟურნალისტ, გიორგი თარგამაძის კითხვებს.

გიორგი თარგამაძე:

-ჩვენ შუა ზაფხულში, გასული წლის, გვქონდა ასეთი მოცემულობა, დაახლოებით იგივე თქვა ნიკა მელიამ, რომ ამ რეჟიმთან, მანამდე არსებული მეთოდების გამოყენებით ან ნაციონალური მოძრაობის რესურსის გამოყენებით, შეუძლებელი იყო ავტორიტარული ბარიერის გადალახვა და ამიტომ დიდი საერთო ოპოზიციური გაერთიანება და ცხელი შემოდგომა იყო მოსალოდნელი, კითხვენი გააჩინა ამან, ამას ვისმენთ, რომ რატომ ჩაკვდა ეს პროცესი, რატომ არ მოჰყვა კონკრეტული ინიციატივები…

ეკა ხერხეულიძე:

-კონკრეტულად რა პროცესს გულისხმობ, გიორგი?

გიორგი თარგამაძე:

-ცხელი შემოდგომა…

ეკა ხერხეულიძე:

-ესეც ტყუილია, ნიკა მელიას ნათქვამი არ გახლავთ ცხელი შემოდგომა.

გიორგი თარგამაძე:

-ცხელი შემოდგომა არ იყო ნიკა მელიას სიტყვები?

ეკა ხერხეულიძე:

-არა, არ არის, არ არის ეგეთი რამე.

გიორგი თარგამაძე:

-ის რომ ცხელი შემოდგომა ელის საზოგადოებას, მისი ტერმინი არ იყო?

ეკა ხერხეულიძე:

-ზურაბ ჯაფარიძის ნათქვამში გეშლებათ. თუ გულისხმობთ რიგგარეშე არჩევნებს, ეს სრულიად სხვაა. ცხელი შემოდგომა არ ეკუთვნის ნიკა მელიას.

გიორგი თარგამაძე:

-10 სექტემბერი, 2022 წლის, ბატონი ნიკა მელიას განცხადების ნაწყვეტი – წინ უბრალოდ პოლიტიკურად ცხელი კი არა, საეტაპო შემოდგომა გველის, ამ შემოდგომით გადაწყდება, გაზაფხული საქართველოში დადგება თუ თბილისის გუბერნიაში.

ეკა ხერხეულიძე:

-ეს იყოკითხვაზე პასუხი, იმიტომ რომ ოპოზიციამ გამოაცხადა და…

გიორგი თარგამაძე:

-ის რომ ცხელი შემოდგომა უნდა ყოფილიყო რიგგარეშე არჩევნების მისაღწევად…

ეკა ხერხეულიძე:

-რიგგარეშე თვითონ გამოაცხადა, მაგრამ ცხელი შემოდგომა არა.

გიორგი თარგამაძე:

-ტემპერატურაზეც ვდაობთ ახლა, თუ რომ თქვა ეს ყველაფერი?

ეკა ხერხეულიძე:

-კითხვაზე პასუხი, რომელიც ნათქვამია ცხელი შემოდგომის დაანონსების შემდეგ.,

გიორგი თარგამაძე:

-რა მნიშვნელობა აქვს ადამინია ამბობს რომ, ცხელი კი არა, საერთოდ ქვეყნის ბედი უნდა გადაწყდეს ამ შემოდგომაზეო.

ეკა ხერხეულიძე:

-არ არის, სულ სხვა რაღაცას მეუბნებით.

გიორგი თარგამაძე:

-რატომ იყო მელია და ნაც მოძრაობა პასიური შემოდგომაზე?

ეკა ხერხეულიძე:

-ვინ გითხრა რომ პასიური იყო?

გიორგი თარგამაძე:

-რაში გამოიხატა აქტივობა, მითხარით…

ეკა ხერხეულიძე:

-როდესაც რიგგარეშე არჩევნები დაანონსდა, ამას არ ჰქონია გამოძახილი ლიდერებში, ვისაც ეს პროცესი უნდა წარემართა, ადამიანები, თურმე ემზადებოდნენ სხვა არჩევნებისთვის. რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად, მივიღეთ რიგგარეშე არჩევნები პარტიაში, რაც არ იყო ნორმალური და ჯანსაღი.

თეგები: ეკა ხერხეულიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved