• რეკლამა
  • კონტაქტი
05:18, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

‘ესენი უნდა დააკვირდნენ არჩევნებს?” – პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ

ალია ავტორი - ალია
02:07 06-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
131

ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შემდეგ, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების გაურკვევლობის გამო საარჩევნო მონიტორინგის გრანტები გაუქმდა, ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ელჩისგან განმარტებას ითხოვს და ამბობს:

“სხვათა შორის, საკმაოდ გამიკვირდა ეს განცხადება, ბრიტანეთის საელჩომ საკუთარი თავი ამხილა ექსტრემიზმის დაფინანსებაში. ამას თუ გააკეთებდა, არ ვიცი, რანაირად მოუვიდათ ეს ყველაფერი. თქვენ ნახეთ, მათ შორის თავის თავი დაასახელა ტაბულამ, რომ მას უნდა მიეღო დაახლოებით 200 000 ლარი საარჩევნო საკითხებისთვის და ასევე, გასაჯაროვდა ის ორგანიზაციები, ვის დაფინანსებასაც აპირებდა.

დიდი ხანი სულ ვფიქრობდი, სხვათა შორის, ვინ აფინანსებს ტაბულას. ტაბულა ეს არის ჩვეულებრივი პარტიული, პროპაგანდისტული კედლის გაზეთი, ეს არის ერთი კონკრეტული პარტიის პროპაგანდისტული კედლის გაზეთი, თავისი შინაარსით, ამას დიდი მონიტორინგი და დაკვირვებაც არ სჭირდება, უბრალოდ რომ გადაავლოთ თვალი, ნახავთ, რომელი პარტიის პროპაგანდას ეწევა ეს მედია პლატფორმა. ანუ, ბრიტანეთის საელჩო აღიარებს, რომ ის აპირებდა პროპაგანდა დაეფინანსებინა წინასაარჩევნოდ….

ერთი გავარკვიეთ, რომ ბრიტანეთის საელჩოს წამოსცდა, რომ ისინი აპირებდნენ პროპაგანდის დაფინანსებას, რაც აჩვენებს, რომ დიდი ალბათობით, აქამდეც აფინანსებდნენ პროპაგანდას, ეს ჩვენ კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა. აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის საელჩო ყოფილა საქართველოში ის, ვინც აფინანსებს საქართველოში პროპაგანდას.

მეორე ორგანიზაცია, რომლისთვისაც აპირებდნენ 400 000 ლარის მიცემას 3 თვეში, გახლავთ საქართველოს მომავლის აკადემია. [ფოტოზეა] გია ჯაფარიძე, ნაციონალური მოძრაობის სიის მე-5 ნომერი… ეგეთი ზღაპრები, რომ [არა პარტიის, არამედ კოალიციის წევრია] მოუყვეს ბრიტანეთის ელჩს. სხვათა შორის, მეორე, ვინც არის ამ ორგანიზაციის წევრი, ბატონი ზიბზიბაძე, ეს გახლავთ ფრანკლინის კლუბის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც მას შემდეგ, რაც რადიკალიზმში იქნა მხილებული, უცებ ჩააჩოჩეს და წამოწიეს მეორე ორგანიზაცია ზემოთ.

ახლა, კიდევ ერთხელ – ბრიტანეთის ელჩს არ ვიცი მე, როგორ მოუვიდა ეს ამბავი, მაგრამ თავისი თავი ამხილა ექსტრემიზმის და პროპაგანდის დაფინანსებაში. თავიდან გამიკვირდა, როცა ეს ინფორმაცია გავიგე და მოვიკითხე, მათ შორის, რასთან მქონდა საერთოდ საქმე და თვალებს არ დავუჯერე – პირდაპირ, დღისით, მზისით ამბობენ – უნდა დავაფინანსოთ პროპაგანდა და უნდა დავაფინანსოთ ექსტრემისტული ჯგუფები, რომელიც ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს და ესენი უნდა დააკვირდნენ არჩევნებს? ახლა მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის ელჩმა გააკეთოს ამაზე განცხადებები”, – ირწმუნება შალვა პაპუაშვილი.

დღეს, 11 ივნისს ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციების შემდეგ, მათი მხრიდან არჩევნების მონიტორინგზე ორიენტირებული საგრანტო პროექტების განხორციელება იძულებით გაუქმდა. პროექტები მიზნად ისახავდა ამომრჩეველთა განათლებისა და სამოქალაქო მონიტორინგის ხელშეწყობას, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ღირებულ საქმიანობადაც აღიარა

თეგები: შალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved