• რეკლამა
  • კონტაქტი
19:50, კვირა, 11 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ესენი რუსეთთან როგორც კი გახსნიან უვიზო რეჟიმს, ევროპა ჩვენ ეგევე შეგვზღუდავს უვიზო მიმოსვლის საკითხში“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
21:26 02-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
592

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე:

– ირაკლი კობახიძის განცხადებაზე რას იტყვით, რაც ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა დაგვიწესა, მას შემდეგ დაიწყო ხალხმა ევროპაში წასვლაო? მანამდე არ მიდიოდნენ? და იმაზე არაფერს რატომ არ ამბობენ, ეს ხალხი გაჭირვების გამო რომ გარბის?!

– ირაკლი კობახიძე ყოველ დღე ახალ–ახალ სისულელეს ამბობს. ეს იყო სამარცხვინო განცხდება –4 წელიწადში 24 000 კაცია გასული და ამერიკაში არავინ მიდისო. ზუსტად ამერიკაში გარბის უმეტესობა არალეგალურად. საქართველოდან გაქცეული 100 000 ადამიანზე მეტი შევიდა 2022 წელს ამერიკაში. უცხოტომელებით რომ  გაივსო ქვეყანა, იმას გვიწერს ბალანსში კობახიძე. თქვას, რამდენ უცხოელს მისცეს საქართველოს მოქალაქეობა, რამდენმა მოიპოვა ბინადრობის უფლება. ამ ხალხს ჩვენ გვითვლიან დემოგრაფიასა და ბალანსში. ეს 24 000 ემიგრანტი 4 წელიწდში ხომ საერთოდ უნამუსობაა. რა, წელიწადში 5–6 ათათსზე მეტი ადამიანი არ გარბის? დაიცალა ქვეყანა და ესენი რაღაც სისულელეებს გველაპარაკებიან. ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუეა. 2021 წელს, „საქსტატმა“ გამოაქვეყნა, რომ 100 000 ადამიანი გავიდა ქვეყნიდან და 75 000 ადამიანი შემოვიდაო. ე.ი. 25 000 ადამიანი გავიდა 2021 წელს, ამას სახელმწიფო მეუბნება და კობახიძე იძახის, წელიწადში საშუალოდ 5–6 ათასი გადისო. რაც უნდა ილაპარაკოს კობახიძემ, ყველამ ვიცით, რომ კატასროფული მდგომარეობაა ქვეყანაში, იმდენი ადამიანი მიდის ამერიკაში და ევროპაში. ვიზალიბერალიცაზია ახლა აღარ მოსწონს კობხიძეს? რა ვიცი, ეს სტატუსი რომ მოგვცა ევროპამ, მაშინ დიდი ზარ–ზეიმი ჰქონდათ, თავიანთ მთავარ მიღწევად თვლიდნენ, ამით თავს იწონებდნენ. ესენი რუსეთთან როგორც კი გახსნიან უვიზო რეჟიმს, ევროპა ჩვენ ეგევე შეგვზღუდავს უვიზო მიმოსვლის საკითხში. კობახიძის ეს განცხდება, რომ ვიზარიბელარიზაციის მერე მოიმატა ხალხის გადინებამ ევროპაში, უფრო პრევენციული ხასიათისაა, რადგან იციან, გრძნობენ, რომ ვიზალიბერალიზაცია საფრთხის ქვეშ დგას. ახლა ისე უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს ევროპასთან უვიზო რეჟიმი სიკეთე კი არ იყო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ უბედურება და ტრაგედია. ცხადია, იმას არ იტყვიან, რელურად რამ გააქცია ეს ხალხი–გაჭირვებამ, უპერსპექტივობამ და უიმედობამ.

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved