• რეკლამა
  • კონტაქტი
23:15, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ესენი ჩემი კოლეგები არ არიან” – “იმედის” ჟურნალისტი გიორგი ფუტკარაძე

ალია ავტორი - ალია
17:55 02-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,233

ტელეკომპანია “იმედი”-ს ჟურნალისტი, გიორგი ფუტკარაძე:

“ჟურნალისტიკა შემთხვევით არ ამირჩევია.
ამისთვის ბევრი ვისწავლე, ბევრი ვიმუშავე და ახლაც ღამეების თეთრად გათენება მიწევს ხოლმე. ბევრი წელია დღის და ღამის გადაბმა ჩემი ჩვეული რეჟიმია – მაგალითად, არ მაქვს ტელეფონის გათიშვის უფლება, სანამ ვსუნთქავ.
როდესაც ჟურნალისტიკაში ხარ, კრიტიკული ამბავი ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვეულებრივი მოვლენაა ისიც, რომ ვიღაცას მოსწონდე ან არ მოსწონდე, გაქებდეს ან ძალიან გაკრიტიკებდეს და ეს უნდა აიტანო.
ჩვენს ქვეყანაში ყველა ტიპი მედიას ნახავ. არსებობს არხები, რომელზეც არასოდეს ვიმუშავებ, არ მომწონს და იქ არც არასოდეს მიმუშავია, მაგრამ იქ მუშაობს ჩემი მეგობრების ნაწილი ან უბრალოდ ადამიანები, რომელსაც პატივს ვცემ. წლებია, როდესაც რეიტინგები მომდის ვნახულობ ვინ რომელ ადგილზეა, მოვუგე თუ არა და რა პროცენტით. ესეც ჩვეულებრივი ამბავია.
თუმცა, უკვე რამდენიმე წელია ჩვეულებრივად ამბად იქცა მედიაში მყოფი ცალკეული(!) „სახეების“ მხრიდან სახის დაკარგვის შეუქცევადი პროცესი. პოლიტიკური ინტერესის გადასაფარად მორალურ პედესტალზე დადგებიან და ხან უკრაინის ნომერ პირველი პატრიოტის როლს მოირგებენ, ხან გლობალური დათბობის მოწინააღმდეგის მანტიას მოისხამენ, ხან თითქოს ყველაზე მეტად სტკივათ ავღანეთში მიმდინარე პროცესი და ყველა დანარჩენი ვინც ამ ველზე მუშაობს არის მტრის ხატი – ასე ხდება დღესაც. ადამიანების ეს ნაწილი, ვინც ასე აქტიურობს თავდასხმისას, ამ სფეროში შემთხვევით მოხვდა ან პარტიამ მოითხოვა, ნაწილმა უბრალოდ მორალური ორიენტირი დაკარგა, ნაწილი კი პოლიტიკური ზიზღის შკალას ვერ აკონტროლებს – ესენი ჩემი კოლეგები არ არიან.
„იმედში“ ყოფნის დროს, როდესაც ეს კატეგორია შეტევაზე გადმოდის ხოლმე სულ მაქვს ორი არჩევანი და ცდუნებაც: ან ვაკეთო საქმე და გავატარო ან უბრალოდ ჩავყვე ფსკერზე, სადაც უკვე დიდი ხანია ზოგიერთი კომფორტულად გრძნობს თავს, ველაპარაკო ზუსტად იმ ლექსიკით როგორსაც იმსახურებენ, გავახსენო ყველაფერი, რაც ამ სფეროში ისედაც ყველამ ვიცით, გავახსენო რომ მათი გაკეთებულები საქმეები ანტიჟურნალისტიკის მაგალითებია, გავახსენო მათი ურაპატრიოტიზმის მიღმა რა ინტერესი დგას, ჩავიდე ფსკერზე, რომელსაც დასასრული არასოდეს აქვს.
ყველას ვერ მოსთხოვ სახე ჰქონდეს, ალბათ, არც არის საჭირო, მაგრამ როდესაც პოლიტიკური პროცესების ავანგარდში მორიგ მანტიას მოისხამთ, გახსოვდეთ, აქ ვართ ჩვენ არ გვჭირდება რამის მტკიცება და გვახსოვს ყველას წარსულიც და აწმყოც. უბრალოდ, მანდ ფსკერზე რომ ჩამოვიდეთ, მერე ამოსვლა რთულია და განმასხვავებელი არაფერი დარჩება.
#აქიმედია და უკრაინა გაიმარჯვებს!
პ.ს. ამ სტატუსაც საჯაროდ ვდებ, იმიტომ კი არა რომ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ნაკლებობას ვუჩივი ფრენდ ლისტში ან ადრესატ „კოლეგათა“ დიდი ნაწილი ვერ ნახავს, არამედ საქმეს რომელსაც ვაკეთებ 15 წელია, ისედაც საჯაროა და ზედაპირზე დევს.”
თეგები: გიორგი ფუტკარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved