• რეკლამა
  • კონტაქტი
18:38, პარასკევი, 29 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

"რეფრაქციული ქირურგიით კატარაქტის ოპერაციის ჩატარება ნიშნავს იმას, რომ პაციენტი იმიტომ კი არ იკეთებს კატარაქტის ოპერაციას, რომ ბროლი აქვს შემღვრეული, არა, იმიტომ იკეთებს ოპერაციას, რომ ეს მინუს, თუ პლუს ოცი მოეხსნას."

ალია ავტორი - ალია
17:23 05-29-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს 132-წლიანი ისტორია აქვს, უკცე 132 წელია თვალის დაავადებათა წარმატებულად, პროფესიონალურად მკურნალობის ტრადიციას არ არღვევს.

როგორც ყველა დაავადებისას, ოფთალმოლოგიური პრობლემების ასარიდებლად, პრევენცია და სწორი დიაგნოსტირება უმნიშვნელოვანესია. თუმცა, ამას ემატება უკვე ხელოვნური ბროლის სწორად არჩევა და ისეთი დეტალები, რომლებიც თვალის დაავადებათა თანამედროვე ოპერაციებისათვის გადამწყვეტი ფაქტორია. კატარაქტის ოპერაციაზე ბევრს სმენია უკვე, რადგან კლინიკას მუდმივად აქვს პაციენტებისთვის, მოქალაქეებისთვის საინტერესო ინფორმაციული კამპანიები. თუმცა, ჯერ კიდევ ცოტამ თუ იცის რეფრაქციული კატარაქტის ოპერაციის შესახებ, რომელიც მის სიკეთეებზე და არაერთ ბედნიერ პაციენტზე, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მხედველობა აღუდგებოდა.

აქვე აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ნიუ ჰოსპიტალსი თანამშრომლობს ოფთალმოლოგიური აპარატებისა და აღჭურვილობის მოწინავე მწარმოებლებთან, რაც მათ საშუალებას აძლევს დიაგნოსტიკა და მკურნალობა ინოვაციური, უახლესი ტექნოლოგიებით, მაღალი სტანდარტის შესაბამისად, შესთავაზოს პაციენტს. სწორედ მუდმივი განვითარება და პროფესიონალი გუნდია ის მთავარი ტრადიცია, რომელიც კლინიკას უკვე 132 წელია მოჰყვება სავიზიტო ბარათად.

დღეს ალიას ესაუბრება, გიორგი ნანობაშვილი ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი ოფთალმოლოგი, ოფთალმოქორირგი 14 წლიანი პროფესიული გამოცდილებით. სპეციალიზირებულია როგორც ზოგად ოფთალმოლოგიაში, ასევე თვალის ფსკერის პათოლოგიებში, დიაგნოსტიკასა და ლაზერულ ქურურგიაში.

– რა არის კატარაქტა და როგორ ვლინდება?

– კატარაქტა ეს არის თვალშიდა ბროლის პროგრესული შემღვრევა. რაც უფრო ინტენსიურად არის ბროლი შემღვრეული, მით უფრო დაბალია მხედველობის სიმახვილე.

– რა შემთხვევაში უნდა მიმართო გადაუდებლად ოფთალმოლოგს?

– ოფთალმოლოგთან ვიზიტს, როგორც წესი, უნდა დაიგეგმოს მაშინ, როდესაც პაციენტი შეამჩნევს მხედველობის დაქვეითებას. აქვე ვიტყვი, რომ მხედველობის დაქვეითების მიზეზი მარტო კატარაქტა არ შეიძლება იყოს. არაერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი. საკმაოდ ბევრი დაავადება შეიძლება იყოს მხედველობის დაქვეითების მიზეზი, სწორედ ამიტომ, დროული დიაგნოსტიკა, წარმატებული მკურნალობის დასაგეგმად, უმნიშვნელოვანესია.

– დაქვეითდა მხედველობა? – მაშინვე მივმართოთ თვალის ექიმს, რადგანაც არსებობს თვალის დაავადებები, რომლებიც იწვევენ მხედველობის ისეთ პრობლემებს, რომელთა გამოსწორება, დაგვიანებული მომართვის შემთხვევაში, უკვე აღარაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომაა მხედველობის დაქვეითება საშიში სიმპტომი. ამიტომ, ჩემი უმთავრესი რჩევაა – როგორც კი მხედველობის დაქვეითებას შეამჩნევთ, – არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი!

რაც შეეხება კატარაქტას, კონკრეტულად ეს დაავადება არაა საშიში, მართალია იგი იწვევს მხედველობის დაქვეითებას, მაგრამ ეს პროცესი არ არის შეუქცევადი ანუ, ოპერაციის შემდეგ, აღდგება მხედველობა.

– კატარაქტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს ნიუ ჰოსპიტალსში?

ნიუ ჰოსპიტალსს 132 -წლიანი ისტორია აქვს და არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვი, რომ დიაგნოსტირებისა და ოპერაციებისთვის ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატურითაა აღჭურვილი.

რაც შეეხება კატარაქტის მკურნალობას – ამას ხშირად გვეკითხებიან და მინდა, გარკვევით და მკაფიოდ ვუთხრა ყველას – კატარაქტის მკურნალობა არის მხოლოდ და მხოლოდ ქირურგიული გზა. კატარაქტის მედიკამენტოზური, ანუ წამლისმიერი მკურნალობა, სამწუხაროდ, დღესდღეისობით არ არსებობს. მხოლოდ ქირურგიული მკურნალობაა ერთადერთი გამოსავალი.

– ინდივიდუალური შეფასება და ხელოვნური ბროლის შერჩევა პაციენტისთვის – რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამას და ხშირად გიწევთ, არასწორად შერჩეული ბროლის და სხვა კლინიკაში არასწორად ჩატარებული ოპერაციის შედეგების გამოსწორება?

– რაც შეეხება ბროლის შერჩევას ოპერაციამდე, ნამდვილად ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამაზე არის საბოლოოდ დამოკიდებული ოპერაციის გამოსავალიც. მაგალითად პაციენტს თუ აღენიშნება მინუს ხუთი, ჩვენ ისეთი ხელოვნური ბროლი უნდა შევურჩიოთ, რომელიც ამ მინუს ხუთს მოხსნის, სრულად ანულირება მოხდება ამ რეფრაქციული მანკის. კონკრეტული პაციენტის ინდივიდუალურ პრობლემებს უნდა მოვარგოთ, ბროლის გამოთვლა, ესაა ამ ოპერაციის ძალზედ დიდი მნიშვნელობის მქონე ნაწილი. ნიუ ჰოსპიტალსში წარმოდგენილი ულტრათანამედროვე აპარატურა, ბროლების გამოთვლის საუკეთესო საშუალებაა.

აქვე მინდა ვთქვა ხელოვნურ ინტრაოკულარულ ლინზებზეც, ნიუ ჰოსპიტალსში გამოიყენება, მსოფლიოში აღიარებული და მაღალი სტანდარტის ხელოვნური ინტრაოკულარული ლინზები და რაც მთავარია, ჩვენს კლინიმაში, ამ ლინზების ფართო არჩევანია.

– სწორად გავიგე და ბროლის შემღვრევის, ანუ კატარაქტის ოპერაციის შემდგომ, ის პრობლემებიც შეიძლება გასწორდეს, რაც, დავუშვათ და კატარაქტამდე იყო? – მაგალითად, პაციენტთან, ვისთანაც მინუს ან პლუს მხედველობა იყო, დავუშვათ -5-6 ნიშნულით?

-მეტსაც გეტყვით, კატარაქტის ოპერაცია მხოლოდ კატარაქტის, ანუ, ბუნებრივი ბროლის შემღვრევისას არ ტარდება. კატარაქტის ოპერაცია შეიძლება გავაკეთოთ პირებში, ვისაც აქვს, დავუშვათ, მაღალი მინუსი ან მაღალი პლუსი და ასაკის ზედა ზღვარს მნიშვნელობა არ აქვს, ასაკიან პაციენტებშიც კეთდება ოპერაცია.

აი, მაგალითად, პაციენტს აქვს მინუს ოცი, მაგრამ კატარაქტა არ აქვს, ასეთ პაციენტს ვთავაზობთ რეფრაქციულად (რეფრაქციული ქირურგიით) კატარაქტის ოპერაციის ჩატარებას. რეფრაქციული ქირურგიით კატარაქტის ოპერაციის ჩატარება ნიშნავს იმას, რომ პაციენტი იმიტომ კი არ იკეთებს კატარაქტის ოპერაციას, რომ ბროლი აქვს შემღვრეული, არა, იმიტომ იკეთებს ოპერაციას, რომ ეს მინუს, თუ პლუს ოცი მოეხსნას.

– ტექნიკურად როგორ ტარდება მსგავსი ოპერაცია?

– ბუნებრივი ბროლის ემულსიფიკაციის, ანუ მოშორებისას, მის ადგილზე ვსვამთ ისეთ ინტრაოკულარულ ხელოვნურ ლინზას, რომელიც ამ მინუს ოცს მოუხსნის პაციენტს და ბედნიერია, მინუსი აღარ ექნება, აღარ დასჭირდება კონტაქტური ლინზები, არც სათვალე. ცხადია, პაციენტები, როგორც წესი, ძალზედ კმაყოფილები არიან ხოლმე ასეთი ერთობლივი გადაწყვეტილებით, რადგან მხედველობის პრობლემები ქრება და სრულფასოვანი ცხოვრებით ტკბებიან.

მთავარია, პაციენტებთან მივიდეს ინფორმაცია ასეთ ოპერაციებზე, მთავარია, გაიგონ და იცოდნენ, რომ ვისაც მაღალი მინუსი და ან პლუსი აქვს, არაა აუცილებელი კატარაქტის ოპერაცია გაიკეთოს იმიტომ, რომ ბროლი არის შემღვრეული, არა, არ არის ეს აუცილებელი, შეიძლება ბროლი არ იყოს შემღვრეული, მაგრამ მაინც დავუგეგმოთ კატარაქტის ოპერაცია, რომ ეს მაღალი რეფრაქციული მანკი მოეხსნას. ჩემი აზრით, ესაა ყველაზე მნიშვნელივანი ინფორმაცია, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა.

– და ბოლოს, ერთი წინადადებით – რატომ ნიუ ჰოსპიტალსში?

– ნიუ ჰოსპიტალსი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის ოფთალმოლოგებით, არის მეგობრული გარემო, ამ კლინიკაში გხვდება ულტრათანამედროვე აპარატურა და ხელოვნური ბროლების მაღალი არჩევანი. ასე რომ, მობრძანდით, გელოდებით.

(R)

 

თეგები: გიორგი ნანობაშვილითვალის დაავადებებიკატარაქტაოფთალმოლოგიოფთალმოქირურგი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

14:01 05-29-2026
“ქეშბექობანა” – ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ახალი ამბები

“ქეშბექობანა” – ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის

19:31 05-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved