• რეკლამა
  • კონტაქტი
00:06, ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ესაა ერთი პრაქტიკული მაგალითი რეალური ცხოვრებიდან, თუ როგორ იცავს ვაქცინა“

ალია ავტორი - ალია
11:39 08-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

სოციალური ქსელის მომხმარებელი სოფო დავითური სოციალურ ქსელში წერს:

“მინდა გაგიზიაროთ ჩემი ოჯახის გამოცდილება Covid-19-თან დაკავშირებით. კვირას, 1 აგვისტოს, მამაჩემს დაუდასტურდა კოვიდი. მამა სინოფარმითაა სრულად (ორჯერ) აცრილი. მას ჰქონდა მხოლოდ სურდოს სიმპტომები, სიცხეც კი არ მიუცია. ახლა სისხლის რამდენიმე ანალიზიც აიღო და ყველაფერი წესრიგში აქვს.რაც ყველაზე მთავარია, ოჯახის არცერთ წევრს (!) მისგან კოვიდი არ გადაგვედო. მიუხედავად იმისა, რომ ერთ სახლში ვცხოვრობთ და ერთ სივრცეში ვტრიალებდით მამაჩემის სიმპტომების გამოვლენიდან (ხუთშაბათი) ტესტის პასუხის მიღებამდე (კვირა). აქ, რასაკვირველია, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით სახლში დავდიოდით პირბადით და დისტანციას ვიცავდით. სხვა ოთახში ეძინა დედაჩემსაც. თუმცა შაბათს მამას პისიარის უარყოფითი პასუხი მოვიდა და მოვიხსენით პიბადეები კვირამდე, როცა მამამ მეორედ გაიკეთა პისიარი ახალი სიმპტომების გაჩენის გამო (ყნოსვა და გემო დაკარგა) და დადებითი პასუხი მოუვიდა, ხოლო ორშაბათიდან ის სხვა სახლში გადავიდა.საბოლოო ჯამში, არ გადაედო დედაჩემსაც, რომელიც ორჯერაა აცრილი სინოფარმით, თუმცა რისკ ჯგუფია გარკვეული მიზეზების გამო; არც მოხუც ბებიას, რომელიც ორჯერაა აცრილი ასტრაზენეკათი და არც მე (მეც სრულად ვარ აცრილი მოდერნათი). გუშინ გავიტესტეთ საბოლოოდ მე და ბებო, გუშინწინ დედა და დღეს დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არავის არაფერი გადაგვდებია. აი, ასე იცავს ვაქცინა (ყველა სახის, ყველა წარმოების) და თავის დაცვის სხვა მეთოდები (პირბადე და სოციალური დისტანცირება) მასთან კომბინაციაში, რასაკვირველია.ესაა ერთი პრაქტიკული მაგალითი რეალური ცხოვრებიდან, თუ როგორ იცავს ვაქცინა. ვიფიქრე, იქნებ ვინმეს სჭირდებოდეს-მეთქი ასეთი მაგალითების ცოდნა, რათა უფრო თამამად ჩაიტაროს აცრა. გთხოვთ, აიცერით, გადარჩენის და კოვიდის გართულებებისთვის დამახასიათებელი ტანჯვის თავიდან აცილების ერთადერთი მუშა გზა ესაა” – წერს სოფო დავითური. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved