• რეკლამა
  • კონტაქტი
18:31, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ესაა დღეს ბევრი ქართველის ფიქრი” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
15:14 07-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
250

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

“რაც ისტორიულად გვჭირდა, იმას გადარჩენას ვუწოდებთ.
ისმის შეკითხვა, რა შინაარსი დევს ,,გადარჩენაში”?
გეტყვით, რას ნიშნავს ეს ,,გადარჩენა” – ფიზიკურ ხსნას. ისტორიულად სახელმწიფოებრიობის დაკარგვა თანდათან თითქმის ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, პრიორიტეტი კი ფიზიკურ გადარჩენას მიენიჭა.
თუ ფიზიკურად არ ვიქნები, შესაბამისად, არც დამოუკიდებლობა იქნება ოდესმე; თუ დამოუკიდებლობას დავკარგავ და ფიზიკურად გადავრჩები, მომავალში იქნებ აღდგეს კიდეც ეს დამოუკიდებლობა. ხომ დაკარგულა ბევრჯერ და მერე აღმდგარა, მომავალშიც აღდგება. ამ პარადიგმაში ცხოვრობს ქართველი.
როცა ის მარიუპოლს უყურებს, წარმოიდგენს, რომ შესაძლებელია, ეს მის თავსაც მოხდეს. კი არ განრისხდება, ეშინია. ან უფრო სწორი ფორმულირებაა – უფრო ეშინია, ვიდრე განრისხდება.
მოიგოს ომი უკრაინამ და მერე მე შედეგით ვისარგებლებ, მანამდე კი რუსეთთან ვიქნები – სურამის გზაზე რუსეთის დროშის ფერებში მოქსოვილ ჰამაკს გავყიდი. დავთმობ ღირსებას, ცოტა ფულს გავაკეთებ. ჭკუაში მოვატყუებ ყველას.
თუ ისედაც ინგრევა ეს რუსეთი, რაღა მე მომხვდეს ის მოქნეული კუდი. თუ დაინგრევა, ამითაც ვისარგებლებ, თუ არ დაინგრევა, გადავრჩები მაინც. ალბათ რეალური დამოუკიდებლობის დათმობას მომთხოვს. დავუთმობ და ფიზიკურად გადავრჩები, ისევ ქართულად ვილაპარაკებ, ლოცვას არ ამიკრძალავენ, ვიმღერებ, ვიცეკვებ. მერე რამე იქნება. ხომ ასე ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები ხშირად. ხომ გადავრჩით და მოვედით დღემდე ?!
ესაა დღეს ბევრი ქართველის ფიქრი.
ამ წარმოდგენებს, რომელიც გარკვეულწილად სათავეს წარსულშიც იღებს, ახლა ივანიშვილი უწევს ექსპლუატაციას, ამასობაში კი თავის პირად და რუსეთის საქმეს აკეთებს. ერთი სიტყვით, ღუპავს საქართველოს.
მეორე მხრივ, ხალხში არსებული ბუნებრივი შიშისა და დამოუკიდებლობასთან კატასტროფული კომპრომისის დაძლევას კარგად მოფიქრებული გზავნილი სჭირდება.
და რა არის ეს გზავნილი თქვენი აზრით ?”
თეგები: ვახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved