• რეკლამა
  • კონტაქტი
15:05, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს ვისაც მართლმადიდებელი ქრისტიანი გგონიათ, გეტყვით…” – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:53 07-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და წერს:

“ღარიბაშვილმა აშშ-ს უსაყვედურა 2012 წლამდე სასამართლოს პოლიტიზირებაზე თვალის დახუჭვა.

დღეს თვითონ ის “საზიზღარი” მოსამართლეები სამიდღემჩიოდ რომ დანიშნა, ამაზე როგორ არის?!

იყო სავლე, გახდა პავლე”…

აი ამ სიყალბეს გვტენის უტიფრად.

ეს ვისაც მართლმადიდებელი ქრისტიანი გგონიათ, გეტყვით, რომ რასაც ამბობს, მკრეხელობაა – იმ მოსამართლეების “გაპატიოსნება”, რომელთაც მისივე თქმით 2012-მდე პოლიტიკური ვერდიქტები გამოჰქონდათ მხოლოდ ღმერთს ხელეწიფება.

ღმერთის ხელი კი აქ არ ჩანს.

ამ კაცს ვერც თეთრი ცხენი უშველის. დიდი ალბათობით, ჯდომაც არ იცის…”

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა:

„ჩვენ გვახსოვს კარგად, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით – 2012 წლამდე სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. მე სამწუხაროდ, ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასოდეს არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა და არ არის სამართლიანი. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვაგრძელებთ ფართომასშტაბიან სასამართლო რეფორმას, რომელიც არის განგრძობითი პროცესი, რომელიც არ მთავრდება ერთ ან ორ დღეში.

რაც ჩვენ 8 წელიწადში გავაკეთეთ, დღე და ღამესავით განსხვავდება. იყო ღამე, გახდა დღე, ნათელი. მეორე – ჩვენ სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალეობის კუთხით ვუსწრებთ ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას. სანდოობის მხრივ, ჩვენი მოქალაქეების სასამართლოს მიმართ, ვართ მოწინავე რიგებში ევროკავშირის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს გარკვეული კითხვები და რაღაც გაუგებრობა შეიქმნას. მე ვაძლევ პირობას ყველას, რომ ეს გაუგებრობა ჩვენს სტრატეგიულ მთავარ პარტნიორთან აუცილებლად აღმოიფხვრება და ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. ამას სჭირდება მეტი კომუნიკაცია, მეტი ურთიერთობა და მეტი ახსნა-განმარტება“

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved