• რეკლამა
  • კონტაქტი
02:37, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს უფრო გარიგება იქნება, ვიდრე შერიგება” – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:49 12-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ლევან ჯავახიშვილი

“ალიას” ესაუბრება ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი.

– დიდ და საყოველთაო ეროვნულ შერიგებაზეა ლაპარაკი და ოპოზიცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჩამოეკიდა, გინდა თუ არა, ითავე და შეარიგე დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები და ეს გამოიწვევს საყოველთაო შერიგებასო. დაპირისპირებულში ოპოზიცია გულისხმობს “ქართულ ოცნებას” და “ნაცებს” თავისი სატელიტი თუ მხარდამჭერი პარტიებით. ბევრი ფიქრობს, რომ ეს შერიგება, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსაშვებად არის შემოგდებული, რომ შერიგებამდე თუ შერიგების შემდეგ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალოს ექსპრეზიდენტი სააკაშვილი. მე კიდევ ის მაინტერესებს, სად იყნენ აქამდე Ñნაცებიì? 3 თვის წინ ამ ხელისუფლებას დამხობით ემუქრებოდნენ და ახლა მოუნდათ მათთან შერიგება? თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს ამ იდეას?

– ეს ყალბი პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაში იყო ბევრი საინტერესო რამ, შეფასებით ნაწილში შეიძლება დავეთანხმოთ კიდეც. ჩვენ ინსტიტუციურ ლიდერებს და მათ შორის პრეზიდენტს, იმისთვის არ ვირჩევთ, რომ რაღაც ვითარება აღწერონ და კეთილ სურვილებზე ისაუბრონ. ჩვენ მათგან ვითხოვთ ქმედებებს. როგორ აპირებენ ამ ყველაფერს, ეს არის მთავარი. შერიგება ვერ იქნება მექანიკური. შერიგება იმას არ ნიშნავს, რომ მიშამ და ბიძინამ ხელი ჩამოართვან ერთმანეთს. ეს უფრო გარიგება იქნება, ვიდრე შერიგება. შერიგებას სჭირდება საფუძვლის ჩაყრა. საფუძველი რა არის? ნუ, კაი ბატონო, დავივიწყოთ, რაც დღემდე იყო და ვაპატიოთ ერთმანეთს. თუ მომავალში თამაშის წესები არ შეიცვალა, იგივე პრობლემები დარჩა – მართლმსაჯულების პოლიტიკური ანგაჟირებულობა, პოლიტიზირებული პოლიცია, ეკონომიკაში, ბიუჯეტში ხელის ფათური ხელისუფლების მხრიდან, ტოტალური მოსმენები და შანტაჟი… თუ ეს ყველაფერი  დარჩა, ასეთ შერიგებას რა აზრი აქვს? შესაბამისად, ჩვენ თუ შერიგება გვინდა, უნდა მოხდეს სამომავლოდ, უკეთესობისკენ შეცვლის ხარჯზე. სხვაგვარად რა გამოვა, იცით? კბილი რომ გტკივათ, ტკივილგამაყუჩებელს დალევთ და დროებით გაიყუჩებთ. კბილს მკურნალობა სჭირდება, თორემ კიდევ აგტკივდებათ, რადგან დაზიანებულია. “დაზიანებული კბილის” მკურნალობას კი სისტემური ცვლილებები სჭირდება. მექანიკურად ეს ყველაფერი ვერ მოხდება. ვიღაცა ვიღაცას ხელს ჩამოართმევს, იმიტომ რომ გამორჩენას ეძებს აქედან, ეს არაფერს ნიშნავს. მთავარი ლიდერების შერიგება კი არ არის, მთავარია, საზოგადოება გავამთლიანოთ, რაღაც სამართლიანობის განცდა გავაჩინოთ საზოგადოებაში. სალომე ზურაბიშვილმა კი აღწერა ვითარება და გამოთქვა სურვილი, რომ დასრულდეს პოლარიზაცია და უნდა დაიწყოს დიალოგიო, მაგრამ იქვე თქვა, რომ არ იცის, ეს როგორ გააკეთოს. თუ პრეზიდენტმა არ იცის ეს როგორ გააკეთოს, ვითარებას ჩვენც კარგად შევაფასებთ მის გარეშე.

– ეკლესია აქტიურად არის პროცესში და მაღალი იერარქიის ცალკეული სასულიერო პირები შერიგების  დიდი მომხრეები არიან. თქვენ როგორ ფიქრობთ, საკუთარი ნებით არიან ჩართულნი ამ პროცესში თუ ზოგიერთი მათგანი, “ნაცებმა” მათზე წარსულში მოპოვებული კომპრომატებით აიძულეს, შერიგებისთვის ღიად დაეჭირათ მხარი?

– მე ვფიქრობ, ეკლესია საკუთარი ნებით არის ჩართული ამ პროცესში. ეკლესიის ფუნდამენტური მოვალეობაა და ერთñერთი მისიაა, რომ ქვეყანაში მშვიდობაზე იზრუნოს და თვლის, რომ ეს შერიგება, ამ მშვიდობის დამყარებას ხელს შეუწყობს. რეალურად როგორ გააკეთონ ეს ყველაფერი, არავინ არ იცის. არც პრეზიდენტმა იცის და არც ეკლესიამ. შესაბამისად, მკვდრადშობილია ეს პროექტი, კეთილი სურვილებია და მეტი არაფერი.

– ისე, ხალხის გამთლიანება და გაერთიანება აუცილებელია, ისე ვერ გადავრჩებით.

– რასაკვირველია, გამთლიანება აუცილებელია, მაგრამ ამას სჭირდება სისტემური რეფორმირება და ბუნებრივიად უნდა მივიდეთ გამთლიანებამდე და არა ხელოვნურად.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგია ხუხაშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved