“ეს უნდა იყოს ძალიან დიდი ერთობა, რომელიც დაისახავს მიზნაც ცვლილებას და როგორც ჩვენ ვხედავთ ჩვენს ირგვლივ, მთელს მსოფლიოში, ცვლილებების დრო მოდის”- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა განაცხადა, ოპოზიციის ნაწილის შესაძლო გაერთიანებაზე.
მე ვრჩები ერთგული იმ წამოწყების, რომელიც გარდაიქმნა ქარტიად და რომელსაც ყველამ მოაწერა ხელი. დღეს, როგორც არასდროს, გვჭორდება ამ ტიპის ერთობა, ყველა ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის ერთიანობა. ცხადია, არავინ გადაიქცევა ერთ პარტიად და არავის არ სჭირდება ერთპარტიული რაიმე სახის გაერთიანება, მაგრამ ამ ქვეყანას სჭირდება საზოგადოება შეიკრას – დღეს უკვე ერთ მხარეს არის საზოგადოება, მეორე მხარეს არის ის ძალაუფლება რომელიც დღეს უფრო და უფრო ვიწროვდება. “- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა იწყება. ეს იქნება სავარაუდოდ ბოლო კონსულტაციები ერთობის შესახებ განცხადების გაკეთებამდე.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე ერთობის მომხრეები არიან: “ახლები”, “გირჩი”, “დროა”, “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, ედპ, “თავისუფლების მოედანი”, “სტრატეგია აღამააშნებელი” და “ფედერალისტები”.














კომენტარები