• რეკლამა
  • კონტაქტი
03:08, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს უკვე სახელმწიფო აღარ არის, რუსულად რომ ვთქვათ “პრახადნოი დვორია” – გიორგი ბარამიძე ზუგდიდის სპეცოპერაციაზე

ალია ავტორი - ალია
17:11 10-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ “დღის კურიერის” ეთერში გუშინ, ზუგდიდის ცენტრში მომხდარ სპეცოპერაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ თავდამსხმელი აშკარად გამოცდილი იყო და მას ყველაფერი კარგად დაგეგმილი ჰქონდა. 

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე მომხდარი ტერაქტად შეაფასა, თავდამსხმელს კი, ტერორისტის კვალიფიკაცია მისცა. 

გიორგი ბარამიძემ, ყურადღება თავდამსხმელის ქმედებებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მან ქართულ დროშას, განზრახ მიაყენა შეურაცხყოფა, რაც მისივე თქმით, ქართველი სამხედროების შეურაცხყოფაც არის. 

“აუცილებლად უნდა აღინიშნოს 2 რამ, სასიამოვნოა, რომ ამ ყველაფერს მსხვერპლი არ მოჰყვა და ასევე აღსანიშნავია პოლიციელის ვაჟკაცური მოქმედება, მაგრამ თუ მხოლოდ ამას დავისახავთ მიზნად, გამოდი რომ ნებისმიერი ბოროტმოქმედი, ვინც ასეთ რამეს ჩაიფიქრებს, კმაყოფილი უნდა ვიყოთ იმით, რომ მას ფულს მივცემთ და გავუშვებთ. ამას უკვე სახელმწიფო ვერ აუვა და ჩამოგვეშლება. ეს უკვე სახელმწიფო აღარ არის, რუსულად რომ ვთქვათ, ეს “პრახადნოი დვორია”. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ტერორისტი და ბოროტმოქმედი დაკავებული იქნება. მე მას ტერორისტის კვალიფიკაცია მივეცი გუშინ, რადგანაც ამის ყველა ნიშანს ატარებს. მაგალითად, როდესაც ბოროტმოქმედი ქართულ დროშას ასეთ უხეშ შეურაცხყოფას აყენებს, ის დიდი ალბათობით სამხედროა და გამოცდილია ყველაფერში. ამით კი შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენს სამხედროებს და პატრიოტ ადამიანებს. 

მე არ ვიცი მისი მთავარი მიზანი რა იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ტერაქტი იყო. ის არ არის უბრალო მძარცველი. თუკი ეს ადამიანი მხოლოდ ფულადი და პირადი ინტერესებით არ იმართებოდა და მის უკან რაღაც ძალები დგას, აშკარაა, რომ ეს ძალები სახელმწიფოს მადესტაბილიზირებელია. ამასთან, გაჩნდა კითხვები, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი საოკუპაციო ხაზთან ახლოს, რასაც პასუხი გაეცა მაშინ, როდესც როგორც ჩანს გადაკვეთა ეს ხაზი. ის, რომ სახელმწიფო არ შედგა და როგორც ივანიშვილი იტყოდა პატარა სოფელი ვართ, სწორედ ეს სჭირდება რუსეთს და ეს მათი ოცნებაა,” – განაცხადა გიორგი ბარამიძემ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved